ნუ ეხუმრებით წნევას! ის ერთ - ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც არაერთ უმძიმეს გართულებას იწვევს!
ვარ 55 წლის. სიგარეტს არ ვეწევი. მუდმივად მაქვს წნევა 180/120. რადენად საშიშია ასეთი წნევა? დაბალი წნევის დროს ცუდად ვხდები. როგორ მოვიქცე?
ექიმის კომენტარი:
ნუ ეხუმრებით წნევას! არტერიული ჰიპერტენზია (წნევა) ერთ - ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც არაერთ უმძიმეს გართულებას იწვევს.
სწორედ წნევის შედეგია გულის იშემიური დაავადება ( სტენოკარდია - გულის ტკივილი და ინფარქტი ), თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, თირკმელების დაზიანება, გულის უკმარისობის განვითარება. მაღალი წნევის ფონზე გულს გაზრდილი დატვირთვით უხდება მუშაობა, ხდება მისი გადაძაბვა; მაღალი წნევა კარგი ნიადაგია სკლეროზული ცვლილებების განვითარებისათვის სხვადასხვა ორგანოში. განსაკუთრებით საშიშია ქვედა ანუ დიასტოლური წნევა ( 120 მმ ვწყ. სვ. ). როცა დიასტოლური წნევა 130 - ს ასცდება, შემთხვევათა უმრავლესობაში იწყება მწვავე იშემიური ( სისხლის მიწოდების დარღვევით გამოწვეული ) პროცესები სკლეროზულად შეცვლილი სისხლძარღვების ფონზე.
მუდმივი მაღალი წნევა დიდი რისკის წინაშე აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. ორგანიზმის შეგუება ასეთ წნევასთან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ზიანს არ მოგაყენებთ. როგორც ჩანს, თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ფარულად გქონდათ მაღალი წნევა და ორგანიზმიც თანდათან გადაერთო ამ რეჟიმზე. ეს შეგუება დროებითია, ამიტომ გირჩევთ ექიმის კონსულტაციით დაიწყოთ ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა.
ორგანიზმი როგორც მაღალ წნევას შეეგუა, ასევე თანდათან შეეგუება ნორმალურ წნევასაც.