აი, რატომ უნდა უმკურნალოთ ძმარვას ( კუჭის წვა )! ის 8-ჯერ ზრდის კუჭის კიბოს გაჩენის რისკს!
ძმარვა ( კუჭის წვა ) - ერთ - ერთი ყველზე გავრცელებული სენია, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა არასერიოზულად მიიჩნევს. თუმცა, სპეციალისტების რწმენით, ძმარვა არახშირიც კი - სულ რაღაც კვირაში ერთხელ, 8-ჯერ ზრდის კუჭის კიბოს გაჩენის ალბათობას. რატომღაც ითვლება, რომ ამ სენთან ბრძოლა უმარტივესია: იგრძნობენ თუ არა წვას კუჭში, სვამენ წყალში გახსნილ მწიკვ სოდას ან ჭიქა რძეს - და ტკივილი ყუჩდება. მაგრამ საკუთარი ორგანიზმის ამგვარი მოტყუებით, ადამიანი პრობლემას სიღრმეში განდევნის და ჰგონია, რომ ის გადაწყვეტილია.
ძმარვის სამი მიზეზი შეიძლება იყოს: მომატებული მჟავიანობა, დაღველმდენი გზების მოშლა და მასთან დაკავშირებული ღვიძლის პრობლემები. კუჭის დაწევა.
ძმარვის სამკურნალო ხალხური საშუალებები.
ძმარვის სამი მიზეზი შეიძლება იყოს: მომატებული მჟავიანობა, დაღველმდენი გზების მოშლა და მასთან დაკავშირებული ღვიძლის პრობლემები. კუჭის დაწევა.
ძმარვის სამკურნალო ხალხური საშუალებები.
- ძმარვას შველის ძირტკბილას ფესვი. ის უნდა დაფხვნათ ყავისაფქვავში, ხოლო შემდეგ მიიღოთ კოვზის წვერით მშრალად რამდენიმე დღის განმავლობაში.
- კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს ძმარვას შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ხალხური მედიცინის ასეთი რეცეპტით: 10 გრ ძირტკბილას ფესვი და 6 გრ ფორთოხლის გამხმარი ქერქი დააყენეთ 2 ჭიქა წყალზე და ამოაშრეთ აორთქლებით ნახევარამდე. შემდეგ დაუმატეთ 60 გრ თაფლი, მოურიეთ და მიიღეთ 3 - ჯერ დღეში 10 - 15 წთ - ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 1 - თვეა.
- საჭმლის მიღების შემდეგ თუ იგრძნობთ, რომ ძმარვა გეწყებათ, დალიეთ 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი. რამდენიმე წუთის შემდეგ ძმარვა თანდათან გაგიქრებათ, ტკივილი გაგივლით. მაგრამ მზესუმზირის ზეთი არა მხოლოდ სწრაფად მოგაცილებთ ძმარვას, ის სასარგებლოა ამავე დროს ადამიანის მთელი ორგანიზმისთის. შესაძლებელია აგრეთვე ზეითუნის ზეთის გამოყენებაც.