9 გასაოცარი რამ, რაც ჩვენს სხეულს ძილის პროცესში ემართება

9 გასაოცარი რამ, რაც ჩვენს სხეულს ძილის პროცესში ემართება
ძილი ყველასთვის საყვარელი რამაა. იგი სხეულის პერიოდული მდგომარეობაა, რომლის გარეშეც ადამიანი უბრალოდ ვერ იარსებებს. ძილის პროცესი არ ნიშნავს, რომ სხეული ითიშება და ფუნქციონირებას წყვეტს. ამ დროს მასში წარიმართება უამრავი გასაოცარი რამ, რომელთა შესახებ საზოგადოების უმეტესობა, სამწუხაროდ, ინფორმირებული არ გახლავთ. ამ სტატიაში PAPARAZZI თქვენ გაგაცნობთ 9 ყველაზე უჩვეულო და გამაოგნებელ მოვლენას, რომლებიც ჩვენს სხეულში სწორედ ძილის პერიოდში მიმდინარეობს.

  1. შენი კუნთები პარალიზებული ხდება

    როდესაც თქვენ გადაინაცვლებთ ძილის ყველაზე ღრმა რეჟიმში, თქვენი კუნთები მთლიანად პარალიზებული გახდება. არ მოგესმათ! ამ დროს მოძრაობა შეუძლებელი ხდება. ადამიანებს, რომელთაც ნარკოლეპქსია აწუხებთ ეს პროცესი გაღვიძების შემდეგაც უგრძელდებათ, რაც საშინელი რამ არის და არავის ვურჩევთ, რომ გამოსცადოს.

  2. შენი თვალები მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს

    არსებობს ძილის 5 რეჟიმი. როგორც კი ადამიანი ძილის ყველა რეჟიმს გაივლის, ისინი მეორდება. პირველი რეჟიმი დაძინებიდან 60-90 წუთში იწყება. ამ დროს თქვენი თვალები მაქსიმალური სისწრაფით მოძრაობს, რადგან მობილიზებას სიზმრებზე ახდენს.

  3. ზრდის ჰორმონი გამომუშავდება

    ზრდის ჰორმონი სწორედ ძილის რეჟიმში გამომუშავდება. იგი პასუხიმგებელია ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილების რეგენერაციასა და ჩვენს ზრდაზე. ახალგაზრდა ორგანიზმში მისი გამომუშავების ინტენსივობა ბევრად მაღალია, ამიტომ, რაც უფრო დიდი ხანი გვძინავს, მით უფრო მაღლები ვიზრდებით.

  4. ყელი უფრო გიწვრილდებათ

    ძილის დროს ორგანიზმი დუნდება, ამიტომ ყელის კუნთები და მყესები უფრო ეშვებიან. მოშვებული მყესების გამო ყელი უფრო წვრილი ხდება. ამ მიზეზის გამო ზოგიერთი ადამიანი ძილის პროცესში ხშირად უცნაურ ხმებს გამოსცემს.


  5. კბილებს აკრაჭუნებთ

    ამ ფენომენს ბრუქსიზმი ეწოდება. კბილების კრაჭუნის დროს ადამიანები ხშირად ყბების ტკივილით იღვიძებენ. ბრუქსიზმის გამომწვევი მიზეზი ხშირად არასწორად განლაგებული ყბებია, მაგრამ იგი, ასევე განპირობებულია ფსიქოლოგიური ფაქტორით. სტრესულ სიტუაციაში ძლიერი ემოციური ფონის გამო ხშირია დაძაბულობა ძილის დროსაც კი, ამიტომ ორგანიზმი თავისდაუნებურად ყბებს ერთმანეთს აჭერს. მეცნიერები დღემდე ვერ იგებენ რატომ არ გამოუცდია მსგავსი რამ ბევრ ადამიანს, როდესაც ზოგიერთები დაჭიმული პირის აპარატით იღვიძებენ.

  6. სექსუალურ აღგზნებას გრძნობთ

    ძილის პერიოდში ორივე სქესის წარმომადგენელი სექსუალურ აღგზნებას გრძნობს. ძილის ბოლო სტადიაზე ტვინს ყველაზე მეტი ჟანგბადი ესაჭიროება, ამიტომ სისხლის მიმოქცევა უფრო ჩქარდება. ამ პროცესის ფონზე სქესობრივი ორგანოები აღიგზნებიან, რის გამოც ადამიანს ფსიქოლოგიურად სექსუალური კავშირის სურვილი უჩნდება.

  7. თქვენი ტვინი ათავისუფლებს დაგროვილ ინფორმაციას და სხვადასხვა ამბავს ქმნის

    სიზმრების თეორია დღემდე ფსიქოლოგებისა და მეცნიერების კვლევის საგანია. ფაქტია, რომ ძილის დროს ტვინი მთელ შეგროვილ ინფორმაციას გარეთ უშვებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერში ერთმანეთს უკავშირდებიან და გარკვეულ სურათებს ქმნიან. სურათების შეკრების შედეგად ადამიანები გარკვეულ ამბებს და მოვლენებს მოძრავ რეჟიმში ხედავენ, რომლებსაც ჩვენ სიზმრებს ვეძახით.

  8. თქვენ უეცარი აფეთქებები გესმით

    თავის აფეთქების სინდრომი ამ დრომდე ფენომენად რჩება. ამ სინდრომის მქონე პირებს ხშირად ესმით იარაღის გასროლის ხმა. მსგავსი ბგერების გაგონება ხშირად ფიზიკურ ტკივილთანაა დაკავშირებული, მაგრამ შესაძლოა ფსიქოლოგიურიც იყოს.

  9. თქვენი ტვინი თავად აღადგენს და დეტოქსიცირებს საკუთარ თავს

    ძილის პროცესში თქვენი ტვინი საკუთარ თავს ასუფთავებს. იგი შლის ყველა უსარგებლო ინფორმაციას და საჭიროს ახარისხებს. ამ ყველაფერის კეთებას ცენტრალური ნერვული სისტემა დაძინებისთანავე იწყებს.