შესაძლებელია თუ არა ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტით და ვინ შედის C ჰეპატიტის რისკჯგუფში?!
C ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტით დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 15 - 20 % - ია დაავადებული. ქრონიკული C ჰეპატიტი ინფიცირებულთა 70 - 75 % - ს უვითარდება. ამასთანავე, მოზრდილებს შორის ასიდან 8 - 24 შემთხვევაში საქმე ციროზამდე მიდის, ხოლო 0,7 - 1,3 შემთხვევაში - ჰემატოცელულარულ კარცინომამდე. ბავშვებში ციროზის განვითარების ალბათობა ქრონიკული C ჰეპატიტის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 1 - დან 8 % - მდე მერყეობს. C ვირუსი დედისგან ნაყოფს ასიდან 1 - 6 შემთხვევაში გადაედება.
შესაძლებელია თუ არა ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტით?
C ჰეპატიტი არ გადაედება:
ნებისმიერი ამ გზით ინფექციის გადაცემა თეორიულად მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ჯანმრთელი ადამიანი შეეხო ნივთს, რომელზეც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი ან ტრავმას ( ჭრილობას ) თვით ინფიცირებულის სხეულზე.
C ჰეპატიტით დაავადებულებსა და ვირუსმატარებლებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებსა და საზოგადოებისგან, შრომის, სწავლის, ცხოვრების განსაკუთრებული პირობები. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირებულებს ჯარიდან ათავისუფლებენ.
ვინ შედის C ჰეპატიტის რისკჯგუფში?
ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ:
საშუალო რისკი აქვთ:
დაბალი რისკი აქვთ:
ყველამ, ვინც მაღალი და საშუალო რისკის ჯგუფს ეკუთვნის, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა C ჰეპატიტის ვირუსზე. ანალიზები უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საინექციო ნარკოტიკები გამოყენებულ იქნა რამდენიმე წლის წინ. ანალიზები უნდა ჩააბაროს ყველა აივინფიცირებულმა, სამედიცინო პერსონალმა, რომელსაც კოტაქტი აქვს დაავადებულ სისხლთან. ბავშვებს, რომლებსაც ინფიცირებული დედები ჰყავთ, ანალიზები 12 - 18 თვის ასაკში უტარდებათ. რისკის ჯგუფში შემავალმა პირებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია B ჰეპატიტზეც, რადგან მაღალია ინფიცირების ალბათობა.
შესაძლებელია თუ არა ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტით?
C ჰეპატიტი არ გადაედება:
- ჰაერწვეთოვანი გზით ( საუბრისას, ცემინებისას, ხველებისას );
- ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, კოცნისას;
- საერთო ჭურჭლის მეშვეობით.
ნებისმიერი ამ გზით ინფექციის გადაცემა თეორიულად მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ჯანმრთელი ადამიანი შეეხო ნივთს, რომელზეც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი ან ტრავმას ( ჭრილობას ) თვით ინფიცირებულის სხეულზე.
C ჰეპატიტით დაავადებულებსა და ვირუსმატარებლებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებსა და საზოგადოებისგან, შრომის, სწავლის, ცხოვრების განსაკუთრებული პირობები. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირებულებს ჯარიდან ათავისუფლებენ.
ვინ შედის C ჰეპატიტის რისკჯგუფში?
ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ:
- მათ, ვინც მოიხმარს საინექციო ნარკოტიკებს;
- მათ, ვისაც 1987 წლამდე გადაუსხეს სისხლის შემდედებელი ფაქტორი.
საშუალო რისკი აქვთ:
- მათ, ვინც იტარებს ჰემოდიალიზს ( თირკმლის ხელოვნურ გაწმენდას );
- მათ , ვისაც გადაუნერგეს ორგანოები ან გადაუსხეს სისხლი 1992 წლამდე;
- ღვიძლის დაუდგენელი დაავადების მქონე ადამიანებს;
- ინფიცირებული ქალების ახალშობილებს.
დაბალი რისკი აქვთ:
- სამედიცინო პერსონალს და სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაკებს;
- მათ, ვისაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს;
- მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვს ერთ ინფიცირებულ პარტნიორთან.