ჰეპატიტის სამკურნალო მართლაც უნიკალური რეცეპტები.
ვირუსული ჰეპატიტი, ანუ ბოტკინის დაავადება, ღვიძლის ანთებაა, რომესაც ვირუსი იწვევს. უკანასკნელ ხანებში ეს დაავადება მნიშვნელოვნად გავრცელდა, საყურადღებოა ისიც, რომ მას ახასიათებს მძიმე გართულებები როგორც მწვავე პერიოდში, ასვე დაავადების გადატანიდან თვეებისა და ზოგჯერ წლების შემდეგ.
არსებობს ვირუსული ჰეპატიტის 2 ფორმა "ა" ჰეპატიტი, ანუ ინფექციური, და "ბ" ჰეპატიტი, რომელსაც შრატისმიერსაც უწოდებენ. "ა" ჰეპატიტი ვრცელდება ავადმყოფი ადამიანის განავლით, დაბინძურებული საკვები პროდუქტებით, სხვადასხვა ნივთებით, ჭუჭყიანი ხელებით. "ბ" ჰეპატიტის გადაცემა შეიძლება მოხდეს წამლების შეშხაპუნების, ქირურგიული ოპერაციის და სხვა სამედიცინო პროცედურის ჩატარებისას (თუ ინსტრუმენტები დაბინძურებულია ვირუსის შემცველი სისხლით ), ვირუსის შემცველი სისხლისა და პლაზმის გადასხმით, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით, ნერწყვით, სქესობრივი კავშირით.
ხალხური რეცეპტები ჰეპატიტის სამკურნალოდ:

- 1 ჩ/კ თაფლი მიიღეთ ვაშლის ძმართან ერთად დილით და საღამოს.
- აიღეთ: თაფლი - 1 კგ და შავი, გახეხილი მოცხარი - 1 კგ. აურიეთ და მიიღეთ 1ჩ/კ 3 - 4- ჯერ დღეში.
- ნიგოზი დანაყეთ, შეურიეთ წიწიბურა და თაფლი თანაფარდობით 1: 1 და მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - 4 - ჯერ დღეში.
- აიღეთ ლეღვი 3 - 4 ცალი, ლიმონი კანიანად, კურკების გარეშე 3 - 4 ცალი, თაფლი - 5 - 6 ს/კ აურიეთ და მიიღეთ 2 ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში.
- 1 ს/კ თაფლი გააზავეთ ტუტე მინერალურ წყალში და მიიღეთ დილით, უზმოზე.
- აიღეთ აბზინდას ბალახი - 1 წილი, ზამბახის მიწისზედა ნაწილი - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- აიღეთ ქრისტესისხლას ბალახი - 20 გრ, ასისთავას ბალახი - 20 გრ, ბაბუაწვერას ფესვი - 25 გრ, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ხარშეთ 15 - 20 წთ, გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში, სამ მიღებაზე.
- აიღეთ გვირილას ყვავილი - 10 გრ. ძირტკბილას ფესვი - 10 გრ, კრაზანას ბალახი - 10 გრ, ქრისტესისხლას ბალახი - 10 გრ. პიტნის ბალახი - 20 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 - 7 წთ, გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნახარში 2 - ჯერ დღეში, ჭამამდე.