რა გზით გადადის C ჰეპატიტი და რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას.
C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკა ( იგი დედამიწის მოსახლეობის 15 % - ს აღენიშნება ) მეტად შემაშფოთებელია. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაავადებულთა 70% - ს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები უვითარდება. დაავადება გადადის სისხლით და მისი შემცველი კომპონენტებით. სქესობრივი გზით იგი საკმაოდ იშვიათად ( 1 - 2 % - ში ) გადაედება და ისიც უპირატესად ჰომოსექსუალისტებსა და იმ პირებს შორის, ვისაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ ხშირ შემთხვევაში C ვირუსის ორგანიზმში შეჭრის გზები ვერ დგინდება. C ჰეპატიტის ძირითად გამავრცელებლებად მაინც ნარკომანები ითვლებიან, რომლებიც "საძმო" შპრიცით აინფიცირებენ ახლობელ - მეგობრებს.
დაავადება ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს; შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:
თუ ეჭვობთ, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტი გჭირდეთ, გირჩევთ ჩაიტაროთ სათანადო გამოკვლევა, რათა დროულად დაზუსტდეს დიაგნოზი.

- დაღლილობის შეგრძნება;
- კუნთების და ძვლების ტკივილი;
- ტეხა;
- ცხელება;
- ოფლიანობა;
- გულისრევა;
- ტკივილი მუცლის არეში;
- უმადობა;
- ცხიმიან საკვებთან შეუთავსებლობა;
- ქავილი;
- წონაში დაკლება;
- გონების დაბინდვა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- სახსრების ანთება;
- არასრულფასოვანი ძილი;
- კანისა და ლორწოვანი გარსების გაყვითლება.
თუ ეჭვობთ, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტი გჭირდეთ, გირჩევთ ჩაიტაროთ სათანადო გამოკვლევა, რათა დროულად დაზუსტდეს დიაგნოზი.