კუჭის წვას ( ძმარვა ) ხალხური ეფექტური რეცეპტებით უმკურნალებთ. ნუ დააიგნორებთ ამ სენს!
ძმარვა ( კუჭის წვა ) ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული სენია, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა არასერიოზულად მიიჩნევს. თუმცა, სპეციალისტების რწმენით, ძმარვა არახშირიც კი - სულ რაღაც კვირაში ერთხელ, რამდენჯერმე ზრდის კუჭის კიბოს გაჩენის ალბათობას.
იმ შემთხვევაში კი, თუ მაინცდამაინც სწორედ მომატებული მჟავიანობა გახდა ძმარვის მიზეზი, ენაზე ჩანს თეთრი ნადები; შეიძლება ხდებოდეს პირღებინებისა და გულისრევის შემოტევებიც კი. მკურნალობა მოგიწევთ ასეთი ნახარშით:
ყველა სახის ძმარვისას საჭმლის მიღება უკეთესია მცირეოდენი პორციებით. ასევე არ უნდა დაწვეთ სავსე კუჭით ან, რაც თითქმის იგივეა - არ უნდა გაძღეთ ძილის წინ.
იმ შემთხვევაში კი, თუ მაინცდამაინც სწორედ მომატებული მჟავიანობა გახდა ძმარვის მიზეზი, ენაზე ჩანს თეთრი ნადები; შეიძლება ხდებოდეს პირღებინებისა და გულისრევის შემოტევებიც კი. მკურნალობა მოგიწევთ ასეთი ნახარშით:
- გახეხილ კოჭას ფესვებიდან ( ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ ) გამოწურავენ 5 გრ წვენს და ხარშავენ ჭიქა წყალში 3 წთ. უმატებენ 40 გრ თაფლს. სვამენ ნახარშს ერთ მიღებაზე 20 - 30 წთ - ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7 დღე გრძელდება.
- ძმარვის სხვა მიზეზია ნაღველმდენი გზების დისკინეზია ( დარღვევა ) და ღვიძლის პრობლემები. ასეთ დროს ძმარვას თან სდევს პირში სიმწარის შეგრძნება, ხოლო ენაზე ჩანს ყვითელი ნადები. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ სიმინდის თმების ან შვრიის, ნეგოს ( უკვდავა ) თუ ასფურცელას ნახარშები - რაც ხელთ გექნებათ. იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არ არის თუ რომელს აირჩევთ, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყვავილები ( ან მარცვლები ) ყვითელი ფერის იყოს. ტიბეტური მედიცინის კანონების მიხედვით, სწორედ ყვითელი კურნავს ღვიძლს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს.
1 ს/კ სიმინდის თმებს ადუღებენ 1 ჭიქა წყალში 2 - 3 წუთს, უმატებენ 2 ს/კ ახალ რძეს. მიიღება დაახლოებით 900 მლ ნახარში. სვამენ სამ - სამ ს/კ ჭამამდე 30 წთ - ით ადრე 3 - ჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში. ძმარვის მკურნალობის გარდა, ამ ნახარშის მიღება ახორციელებს ღვიძლში, თირკმელებში, ნაღვლის ბუშტში შეგუბებული მოვლენების პროფილაქტიკას. - ძმარვის დროს, რომელიც დაკავშირებულია კუჭის დაწევასთან, უპრიანი იქნება მკურნალობა გავაძლიეროთ ასეთი სასმელის მიღებით: 10 გრ დაფქულ კოჭას და 10 გრ დაფქულ შავი წიწაკის მარცვლებს ხარშავენ 7 წუთს 300 მლ წყალში. სვამენ 150 მლ 2 - ჯერ დღეში 10 წთ - ით ადრე ჭამამდე სამი დღის განმავლობაში.
ყველა სახის ძმარვისას საჭმლის მიღება უკეთესია მცირეოდენი პორციებით. ასევე არ უნდა დაწვეთ სავსე კუჭით ან, რაც თითქმის იგივეა - არ უნდა გაძღეთ ძილის წინ.