მიიღეთ გრეიპფრუტის წვენისა და წყლის ნაზავი, ნაღვლის შეგუბება აღარასოდეს შეგაწუხებთ
ახალგაზრდობიდანვე მაწუხებდა გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო, მომწარო გემო პირში, განსაკუთრებით - დილაობით, და ტკივილი კუჭის თავიდან ოდნავ მარჯვნივ. ხანდახან ტკივილი იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.
რამდენიმე წლის წინ ტკივილი და გულისრევა გამიხშირდა. იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ სანაღვლე გზების დისკინეზია მქონდა. ექიმმა დამინიშნა დიეტა და ნაღველმდენი ბალახების ნაყენი, მაგრამ მის სმას ვერაფრით შევეჩვიე - ხან დაყენება მავიწყდებოდა, ხან ნახარშის გემოს ვერ ვიტანდი. ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. სულ წიგნებში იქექება, რვეულებში აქვს ამოწერილი საინტერესო გამონათქვამები, მნიშვნელოვანი თარიღები და ხალხური სამკურნალო საშუალებები. ვიფიქრე, იქნებ რამე საჩემოც მოიძიოს-მეთქი. დახმარებას დამპირდა. რამდენიმე დღეში მართლაც დამირეკა და მახარა, სწორედ საშენო რეცეპტი აღმოვაჩინეო. თურმე გრეიპფრუტი არაჩვეულებრივი ნაღველმდენი ყოფილა.

- საკმარისია, ადამიანმა გრეიპფრუტის წვენისა და წყლის ნაზავი მიიღოს, რომ ნაღვლის შეგუბება აღარასოდეს შეაწუხებს. ეჭვი კი შემეპარა, მაგრამ ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ვსვამდი ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებულ (1:3) გრეპფრუტის წვენს. სამიოდე კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტკივილმა გამიარა. წავედი ექიმთან. მითხრა, თუ გიშველა განაგრძეო. მას შემდეგ ტკივილი რა არის, არ ვიცი. სხვათა შორის, რაც გრეიპფრუტის წვენის სმა დავიწყე, არც გავციებულვარ და არც გრიპი შემხვედრია.