ეს მცენარე უმეტესობას სახლში აქვს, თუმცა მისი საოცარი თვისებების შესახებ ცოტას თუ სმენია.
ხშირად ოქროს ულვაშს დიხორიზანდრას ადარებენ. ოქროს ულვაში და დიხორიზანდრა ერთ ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა მათ შორის სხვა რამე კავშირი არ არსებობს. "ოქროს ულვაში", "სახლის ჟენშენი", "ვენერას თმა" - ესაა ერთი და იგივე მცენარე, რომელიც მეცნიერული დასახელებაა - "სურნელოვანი კალიზია".
უმჯობესია ვისარგებლოთ მისი ლათინური დასახელებით -"კალიზია ფრაგრანს" (Callisia fragrans).
ოქროს ულვაში განსხვავდება სხვა მონათესავე მცენარეებისგან გარეგნულად. ის სიმინდს მოგვაგონებს და ერთადერთია კომელინებიდან, რომელსაც აქვს ულვაში - იასამნისფერი ყლორტი ფოთლოვანი როზეტებით ბოლოებში.
ბუნებაში სულ 12 სახის სურნელოვანი კალიზია არსებობს, რომელიც სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში იზრდება. ეს მცენარე პირველად 1840 წელს აღწერეს და მას "სპირონემა ფრაგრანს" ("Spironema fragrans") უწოდეს.
ოქროს ულვაშის სამკურნალო თვისებები
ოქროს ულვაშის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია.
მექსიკის ძველი მცხოვრები მას "მცენარე ობობას" ეძახდნენ, ულვაშის მაგვარი ყლორტების გამო. ხშირად იყენებდნენ მას ჭრილობების შესახორცებლად. ადგილობრივი ექიმბაშები კალიზიას ჭრილობების სამკურნალოდ და ცხოველების ნაკბენების დროსაც ხმარობდნენ. ამისთვის ისინი მცენარის ფოთლებს აქუცმაცებდნენ, ან ნაყავდნენ სანაყში და დაადებდნენ კანის დაზიანებულ უბნებს.
სპეციალისტები გვარფთხილებენ, რომ კალიზია არ წარმოადგენს უნივერსალურ წამალს, თუმცა მისი პრეპარატების გამოყენების სხვადასხვა სქემები მისაღებია ოფიციალური მედიცინისთვის.
კალიზიის თვისებების შესწავლისას ( რომელიც დღემდე გრძელდება ) გაირკვა მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. დადგინდა, რომ ოქროს ულვაშის პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისას ადგილი აქვს ხმოვანი იოგების დაზიანებას, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელად ხდება.
კალიზიის წვენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ფლავონოიდების ჯგუფიდან და სტეროიდებს (ფიტოსტეროიდებს). მათ ახასიათებს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა, სპაზმოლიზური, ანტიოქსიდანტური, დიურეტული მოქმედება.
კალიზიის წვენში არის ისეთი ფლავონოიდები, როგორიცაა კვერცეტინი და კემპფეროლი. კვერცეტინი სხვა ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთებთან ერთად განაპირობებს ოქროს ულვაშის თვისებას ებრძოლოს ონკოლოგიურ დაავადებას. მას აქვს აგრეთვე სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებაც. იყენებენ საშვილოსნოდან სისხლის დენისას, ჰემორაგიული დიათეზის, ნეფრიტის, ალერგიული დაავადებების, ჰიპერტონიის, წითელას, ქუნთრუშის დროს.
კემპფეროლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და დიურეტული მოქმედება, ამაგრებს კაპილარებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილები.
კალიზიაში შემავალი სტეროიდები ბიოლოგიური რეგულატორების ფუნქციას ასრულებენ. მათ მიეკუთვნება ვიტამინი, ნაღვლის მჟავები, სტეროიდული ჰორმონები. ბეტა - სიტესტეროლს აქვს ანტისკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. მას იყენებენ ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, ენდოკრინული სისტემის დაავადებების, პროსტატიტის და პროსტატის ადენომის დროს.
გარდა ამისა, ოქროს ულვაშის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში არსებული ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა ქრომი, ნიკელი, რკინა, სპილენძი...
ჩამოთვლილი მეტალები კიდევ უფრო ამაღლებს კალიზიის ფარმაკოლოგიურ ღირებულებას. ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს მცირდება სისხლში სპილენძის შემცველობა, ამიტომ ამ დროს ოქროს ულვაშის მიღება აუცილებელია. სხვადასხვა სახის ანემიების და ქრონიკული კორონალური უკმარისობის დროს სისხლში მცირდება ნიკელის კონცენტრაცია, არადა აღნიშნული დაავადებების დროს ნიკელის მოთხოვნა იზრდება.
ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოველქმედებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რკინა. ის ჰემოგლობინის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია. რკინის დეფიციტი იწვევს ანემიების და სისხლის სხვა დაავადებების განვითარებას. როგორც ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, ოქროს ულვაში ხელს უწყობს რკინის დიდი რაოდენობით დაგროვებას.
ორგანიზმში წყლითა და საკვები პროდუქტებით მიკროელემენტების ჭარბი ან საკმარისი რაოდენობით მიწოდება იწვევს ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევას, ე.წ. მიკროელემენტოზს.
ამრიგად, ოქროს ულვაში მართლაცდა "ოქროსია", მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და აუცილებელი ელემენტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო!