ოქროს ულვაში: მცენარის სამკურნალო თვისებები

ოქროს ულვაში: მცენარის სამკურნალო თვისებები
რით დაიმსახურა ამ მცენარემ საყოველთაო აღიარება ხალხში? დავიწყოთ იმით, რომ ოქროს ულვაში მძლავრი ბიოგენური სტიმულატორია, მდიდარია მინერალური მარილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით. შეიცავს სტეროიდებს, ფლავონდებს, პექტინს, იცავს უჯრედებს უცხო აგენტებისგან. მასში შემავალი ტანიდები და რუტინები წმინდავს სისხლძარღვებს, ამაგრებს მათ და უფრო ელასტიურს ხდის.

ოქროს ულვაშის ორგანიზმზე ზემოქმედების სპექტრი საოცრად ფართოა. ამ ერთი შეხედვით უსახური, მაგრამ უნიკალური მცენარის ზემოქმედების ქვეშ ადამიანის ორგანიზმის ფატქობრივად ყველა სისტემა ხვდება. თანაც, ის ასტიმულირებს ანტისხეულებისა და მკვლელი-უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც აკავებს პირობითად პათოგენური მიკროფლორის ზრდას.

მცენარე ეხმარება უამრავი ქრონიკული დაავადების მკურნალობაში, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, კურნავს სისხლძარღვების დაავადებებს, ტუბერკულოზს, პანკრეატიტს, შაქრის დიაბეტს, ბრონქიალურ ასთმას, შესანიშნავია დამატებითი თრაპიის სახით ლეიკოზების, მიომის, ფიბრომისა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების დროს.

დადებითად ზემოქმედებს ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლებზე, მცენარის წვენს მძლავრი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. თ დეპრესია გტანჯავთ, ოქროს ულვაშის ნახარში - სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ!