როგორ ვებრძოლოთ და დავიცვათ თავი სეზონური ალერგიისგან!
ალერგიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერება, C და B ვიტამინებითა და ფლავონოიდებით მდიდარი დიეტის დაცვა, იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს ულვაში ფლავონოიდებით ერთ - ერთი ყველაზე მდიდარი მცენარეა, პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ამ მცენარის ნახარშის ან ნაყენის მიღება, მით უფრო, თუ ანტიბიოტიკები და სხვა ალერგიის გამომწვევი წამლები გაქვთ გამოწერილი.
- მათთვის, ვისაც სეზონური ალერგიული რინიტი აწუხებთ, სეზონური პერიოდის დაწყებამდე 2 - 3 კვირით ადრე ოქროს ულვაშით მკურნალობა არის რეკომენდებული.
- თუ კალიზიით ( ოქროს ულვაში ) მკურნალობის დროს სიმპტომები არ ქრება და ალერგია რთულდება, მკურნალობის კურსი უნდა შეწყვიტოთ და მკურნალ ექიმს მიმართოთ.
- ალერგოლოგის დახმარება იმ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ, თუ ძირითადი ალერგიული სიმპტომების პარალელურად ხიხინები და გართულებული სუნთქვა შეგაწუხებთ.
- ალერგიის მკურნალობა ითვალისწინებს ოქროს ულვაშის ნაყენის ან ნახარშის მიღებას 1 დესერტის კოვზით დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 7 დღეა. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეორეთ კურსი, თუმცა დოზას უნდა შეამციროთ 1 ჩ/კ 2- ჯერ დღეში.
- ალერგიული რინიტის დროს რეკომენდებულია ინჰალაციების კურსი: ცხელ წყალში უნდა დაუმატოთ ოქროს ულვაშის ხმელი დაქუცმაცებული ფოთლები 1 ს/კ და ორთქლზე ისუნთქეთ 2 - 3 წუთის განმავლობაში.
- ცხვირის ლორწოვანის ანთების დროს უნდა წაისვათ ოქროს ულვაშის ზეთი ან გაიწმინდოთ მცენარის ნახარშში ან ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით.