რას ნიშნავს დიაგნოზი "ჰიპერტენზიული კრიზისი" და როგორია მისი მკურნალობა.
ცოტა ხნის წინ სამედიცინო ჟურნალში წავიკითხე, რომ ჰიპერტონიული კრიზის გარდა არსებობს ჰიპერტენზიული კრიზისიც. რას ნიშნავს ეს დიაგნოზი და როგორია მისი მკურნალობა?
ექიმის კომენტარი:
ჰიპერტენზიული კრიზისი ქალისშიდა წნევის მკვეთრი მატებაა. სხვადასხვა არახელსაყრელი მოვლენის ( ცვალებადი ამინდის - სწრაფი აცივების ან ტემპერატურის მკვეთრი მატების, ატმოსფერული წნევის უეცარი ცვლილება, მაგნიტური ქარიშხლის ) დროს თავის ტვინის არტერიები ფართოვდება, ცერემბრალურ ვენებში სისხლის გადინება ირღვევა და ქალისშიდა წნევა მკვეთრად მატულობს. კრიზისის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რადგან არტერიული წნევა მჭიდრო კავშირშია ქალისშიდა წნევასთან.
ჰიპერტენზიული კრიზის დროს ადამიანს უძლიერდება თავის ტკივილი, ძლიერ იოფლება, შეიძლება ტემპერატურამაც მოიმატოს, მოგვიანებით ეწყება გულისრევის შეგრძნება და შემდეგ ღებინება, რაც ხანმოკლე შვებას ჰგვრის. ხშირად ასეთი კრიზისები დილაობით, გაღვიძებისას, ვითარდება ხოლმე. ის უპირატესად იმ ადამიანს აწუხებთ, რომლებიც დაავადებულნი არიან ნეიროცირკულატორული დისტონიით, დისცირკულატორული ენცეპალოპათიით, ან გადატანილი აქვთ ქალა - ტვინის ტრავმა, ინსულტი. დიაგნოზის დასმა საკუთარი თავისა თუ ახლობლებისთვის სიმპტომების მიხედვით რა თქმა უნდა, არ შეიძლება. თუ ასეთი კრიზისი ხშირად ემართება ადამიანს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მაშინ მკურნალი ექიმი მას უნიშნავს დეჰიდრატაციულ ( სითხის გამომტან ) თერაპიას, რომელიც აწესრიგებს ქალისშიდა წნევას.
ჰიპერტენზიული კრიზის დროს კი ადამიანი უნდა დააწვინოთ, თავქვეშ მაღალი ბალიში ამოუდოთ. საჭიროა სიმშვიდე. ექიმის დახმარება ( მით უმეტეს, თუ კრიზისი პირველად განვითარდა ) აუცილებელია. მოგვიანებით საჭიროა სრულყოფილი ნევროლოგიური გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ტვინის დაავადებები, რომელთაც შეიძლებოდა გამოეწვია ჰიპერტენზიული კრიზი.
ასეთებია: ანთება, ჰემატომა, შეხორცებები, სიმსივნე და ა.შ.