როგორ დავირეგულიროთ მაღალი არტერიული წნევა სწრაფადმოქმედი საშუალებებით

როგორ დავირეგულიროთ  მაღალი არტერიული წნევა სწრაფადმოქმედი საშუალებებით
ჰიპერტონული დაავადების მკურნალობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული წნევის მკვეთრი და ძლიერი მომატებისას (ჰიპერტონული კრიზისი ) საჭიროა ვისარგებლოთ ოფიციალური მედიცინის ძლიერმოქმედი პრეპარატებით, რემისიის პერიოდში კი (საშუალო სიდიდის არტერიული წნევის პერიოდი) - მცენარეული სამკურნალო პრეპარატებით.
გაურთულებელი ჰიპერტონული დაავადების დროს სასარგებლოა სანატორიულ - კურორტული მკურნალობა. იმდენად, რამდენადაც დაავადება ხშირად იწყება ახალგაზრდა ასაკში, სასურველია ყოველთვის მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

რეცეპტები:
  • თუთის ხის ფესვების ქერქი. ძველი ხალხური საშუალებაა, მიღებულია ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ. 50 გრ ფესვების ქერქი დავნაყოთ ან წვრილად დავაქუცმაცოთ, დავასხათ 1 ლ წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დავნაყოთ 1 ღამე, გავწუროთ. ვსვათ წყლის მაგივრად.

  • ვსვათ ყოველდღე 2 - 3 ჭიქა ხურმის სქელი წვენი.

  • დავაქუცმაცოთ და დავასხათ არაყი პიონის (იორდასალამის) ფესვებს ( 20 გრ ფესვებზე 300 მლ არაყი). დავაყენოთ 7 დღე, თბილ ადგილას. ვსვათ 30 წუთი 3 - ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ ნათესი სვიის (ფშალას ) ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე. დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ. ვსვათ მესამედი 3 - 4- ჯერ დღეში.

  • მოვამზადოთ ნაკრები: ოხრახუში - 100 გრ, შროშანის ყვავილები - 50 გრ, ლიმონი კანიანად 2 ც, თაფლი - 300 გრ. ლიმონი, ოხრახუში და შროშანის ყვავილები გავატაროთ ხორცსაკეპში, დავამატოთ თაფლი და დავდგათ მაცივარში, წინასწარ ყველაფერი კარგად ავურიოთ. 7 დღის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ 2 - 2 ჩ/კ ჭამამდე ნახევარი სთ- ით ადრე.

  • მაღალი წნევის დროს: მოათავსეთ ჭიქაში 1 ს/კ სიმინდის ფქვილი, დავასხათ თავამდე ცხელი წყალი და დავტოვოთ ღამით. დილით მივიღოთ უზმოზე მხოლოდ წყალი ( სქელი მასა არ შევურიოთ ).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი