როგორ უნდა მოუაროს ორსულმა ძუძუს კვირტებს, რომ ნახეთქები არ გაუჩნდეს!
როგორ უნდა მოუაროს ორსულმა ძუძუს კვირტებს, რათა არ გაუჩნდეს ნახეთქები? თუ გაჩნდა, როგორ უნდა იმკურნალოს? როგორ ავიცილოთ თავიდან მასიტიტი?
ექიმის კომენტარი:
მომავალმა დედამ ძუძუს კვირტებზე ჯერ კიდევ მშობიარობამდე უნდა იზრუნოს, რომ შემდეგში ნახეთქები არ განუვითარდეს. ქალმა პერიოდულად უნდა იკეთოს მასაჟი მშრალი პირსახოცის ნაჭრით, ასევე უნდა დაუმუშაოს ხელით, რათა ძუძუს თავები კარგად ჩამოყალიბდეს. ეს პროცედურები ფრთხილად უნდა ჩაატაროს, რომ სარძევე ჯირკვალი არ დაიჟეჟოს.
მშობიარობის შემდეგ მნიშვნელოვანია ძუძუს წოვების ტექნიკის ცოდნა, განსაკუთრებით პირველ დღეებში, როცა ნახეთქების გაჩენის ალბათობა ყველაზე დიდია. დედამ უნდა იცოდეს, რომ ახალშობილი წოვისას მხოლოდ დვრილზე კი არა, მის ირგვლივ არეალზეც უნდა მოეკიდოს - ეს აუმჯობესებს რძის უკეთ გამოტანას სარძევე სადინარებიდან და თანაც ამცირებს დვრილების ტრავმირების რისკს.
თუ ნახეთქი მაინც გაჩნდა, მისი მკურნალობა გულისხმობს დამზოგავ რეჟიმს ( ერთი კვება შეიძლება დაზიანებული ძუძუთი არ აჭამოთ ) და ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის თვისების მქონე მალამოს გამოყენებას. მაგრამ გახსოვდეთ, ხანგრძლივად დვრილის დაზოგვა სარძევე ჯირკვალში რძის შეგუბებას გამოიწვევს და ეს შესაძლოა მასტიტის განვითარების მიზეზიც გახდეს.
კვირტები ყოველი კვების შემდეგ უნდა დაიმუშაოთ სოდიანი წყალხსნარით ან სპირტისა და წყლის ნარევით - კვების შემდეგ დვრილზე დარჩენილი რძე კარგი ნიადაგია ბაქტერიების გამრავლებისთვის. ეს ბავშვისთვისაც საზიანოა და მიკროტრამვირების დროს ნახეთქის გაჩენასაც უწყობს ხელს.
რაც შეეხება მასტიტს, მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად მეტად მნიშვნელოვანია მეძუძურობის პერიოდის პირველი დღეები - კარგად უნდა გაიხსნას ყველა სადინარი, შეგუბებების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მსუბუქი მასაჟი რძის გამოსატანად ( რომელსაც სპეციალისტი ჩაგიტარებთ ). დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წოვის რეგულირებას. მეძუძური დედა ლოგინობის პერიოდში განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს თავს, რათა არ გაცივდეს.