სტრესი და ნევროზი - დაავადებათა სათავე!

სტრესი და ნევროზი - დაავადებათა სათავე!
სტრესი ანგრევს ჩვენს ორგანიზმს, თუკი ჩვენ არ ვმოძრაობთ,სტრესამდე კი შეუძლია მიგვიყვანოს ნებისმიერმა არასასიმოვნო ემოციამ, მაგალითად შიშმა.
ცნობილია, რომ სტრესის დროს ჩვენს სისხლში გამოიყოფა ბევრი ადრენალინი.
ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც კილომეტრიდან გრძნობენ ძაღლები. გახსოვდეთ: თუ ადამიანს ეშინია ძაღლის, იგი ამას მაშინვე იგრძნობს და შეიძლება გიკბინოთ.

ადრენალინი შხამიანი ჰორმონია, რომელიც სჭირდება ადამიანს, რომ თავი იხსნას. იგი "რთავს" კუნთებს ყველაზე მაქსიმალურ რეჟიმში და ადამიანს შეუძლია, ვთქვათ, არაჩვეულებრივად სწრაფად ირბინოს ან გადაახტეს დაბრკოლებას. ადრენალინი ხომ ჯერ კუნთებში უნდა დაიწვას, როცა ჩვენ ვმოძრაობთ, შემდეგ მისი ნარჩენები უნდა გამოიყოს თირკმელების მეშვეობით, მაგრამ თუკი ჩვენ არ ვმოძრაობთ, იგი უბრალოდ წამლავს თირკმლებს და სხვა ორგანოებს.

ხშირად თირკმელების ისეთი დაავადება, როგორიცაა პიელონეფრიტი, თავს იჩენს ხშირი სტრესის შემდეგ.
აი საიდანაა ჩვენში ამდენი "საუკუნის დაავადებანი!" და აი რატომ იყო, რომ ძველად გონიერი ქალები ხშირად რეცხვით იყვნენ დაკავებულნი, მამაკაცები კი შეშის ჩეხვით, ნაცვლად იმისა რომ, როგორც ეს დღეს ხდება გაემართათ სკანდალი, გაეფუჭებინათ სისხლი საკუთარი თავისთვის და სხვისთვის. აქედან გამომდინარე, რამდენად სწორი გამოთქმაა - "სისხლის გაფუჭება", ადრენალინი სწორედ ამას გვიშვება.

ზოგიერთი ქალები სტრესის დროს ჭამენ. ცოტა ინერვიულეს - მაშინვე რამე უნდა შეჭამონ. ესეც ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, მოძრაობა, მოძრაობა და კიდევ ერთხელ მოძრაობა!
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია