7 ნიშანი, რომელიც მიგვითითებს, რომ სტრესის დონე უმართავი ხდება

7 ნიშანი, რომელიც მიგვითითებს, რომ სტრესის დონე უმართავი ხდება
არის რამდენიმე ფიზიკური ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ სტრესი მიჯნას გადასცდა. მიაქციეთ ყურადღება ამ მითითებას და ისწავლეთ ემოციების მართვა, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგი, რომელსაც სტრესი იწვევს.

თანამედროვე ცხოვრების სტილი, უამრავი საზრუნავი და ყოფითი პრობლემები გვაიძულებს შევეგუოთ იმას, რომ სტრესი ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ სტრესი ფიზიოლოგიური რეაქციაა უსიამოვნო ვითარებაზე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, შეიძლება ის ყოველგვარ მიჯნას გადასცდეს, თუკი ამ მდგომარეობაში პერმანენტულად ვიმყოფებით.

დამტკიცებულია, რომ მუდმივი სტრესული მდგომარეობა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს , ასუსტებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. მართალია, მისი სიმპტომების უმეტესობა გამოხატულია ქცევის ცვალებადობით, მაგრამ არის რამდენიმე ფიზიკური ფაქტორი, რომელიც ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ მდგომარეობასთან.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია გვაფრთხილებს, რომ დღესდღეობით, ჩვენ ყველას უფრო მეტად გვემუქრება სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნა, ვიდრე ოდესმე, წინა ეპოქაში.

ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ სტრესისადმი მიდრეკილი ადამიანები მეტწილად ვერ იღებენ სათანადო ყურადღებასა და მკურნალობას, რაც საბოლოოდ, მიზეზი ხდება უფრო სერიოზული ფიზიკური დაავადებისა.

გვესმის რა, რომ ზოგჯერ, ყველა ჩვენგანი ვარდება სტრესულ მდგომარეობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ნიშნები, რომლებიც გვანიშნებს, რომ ჩვენ მას ვეღარ ვაკონტროლებთ.
  1. გამონაყარი [/b]

    7 ნიშანი, რომელიც მიგვითითებს, რომ სტრესის დონე უმართავი ხდება

    თუ ალერგიისადმი მიდრეკილი არასდროს ყოფილხართ და უცბად შეამჩნიეთ, რომ კანზე წითელი ლაქები ან სხვა, უცნაური გამონაყარი გაგიჩნდათ, დიდი ეჭვია, რომ ამის მიზეზი სტრესი იქნება. თუ ასეთ სიმპტომებს ხედავთ, ეს უფრო იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენი იმუნური სისტემა დარღვეულია და სხეული ქიმიურ გისტამინს გამოყოფს. ამას თუ დროულად არ გააკონტროლებთ, შეიძლება გაგივითარდეთ ჭინჭრის ციება და კანის სხვა დაავადება. თქვენ, სტრესის გამო, შეიძლება მგრძნობიარე გახდეთ ისეთი რამისადმი, რაზეც ალერგია არასდროს გქონიათ.

  2. ხშირი თავის ტკივილი

    თავის ტკივილი და შაკიკი აწუხებს იმას, ვისაც მუდამ რთული და სტრესული ვითარების გადაჭრა უწევს. ეს იწვევს ორგანიზმიდან ისეთი ქიმიური ნივთიერების გამოყოფას, რომელიც ხელს უშლის თავის ტვინში ნერვული სისტემისა და სისხლძარღვთა მუშაობას. გარდა ამისა. ცნობილია, რომ სტრესი ზემოქმედებს კუნთებზე და იწვევს იმას, რასაც დაძაბულობისგან გამოწვეულ თავის ტკივილს ვუწოდებთ.

  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა
    -zhiv


    საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების დარღვევას იწვევს ფიზიკური და ფსიქიური სტრესი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება. ამის გამომწვევი ჰორმონები არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და მისი სიმპტომებია ტოქსინებისა და გაზების დაგროვება და სხვადასხვა ანთებითი პროცესი. ზოგჯერ ეს იწვევს სწორი ნაწლავის ხშირ შეკუმშვას, რასაც მოსდევს კრუნჩხვა და დიარეა.

  4. რატომ ვცივდებით ხშირად

    კორტიზოლი, რომელიც სტრესის შედეგად გამოიყოფა, ბლოკავს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ორგანიზმის უნარს შეებრძოლოს პატოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც სასუნთქ გზებს აავადებს. ალბათობა, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უფრო იოლად ცივდება, ავადდება ჰერპესითა და სხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციით, ძალიან დიდია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სტრესის პრობლემა თუ არ გადაიჭრა, მკურნალობა კარგ შედეგს ვერ გამოიღებს.

  5. რა იწვევს მუწუკს



    ვინ არ იცის, რომ აკნე კანის პრობლემაა, რომელიც შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვიოს. მართალია ამ დაავადების მსხვერპლი მეტწილად მოზარდები არიან, მაგრამ აკნეთი, სტრესის გამო, შეიძლება ზრდასრული ადამიანიც დაავადდეს. როგორც ეტყობა, აკნეს იწვევს ჰორმონალური დისბალანსი, რომლის დროსაც კორტიზონის დონე სხვა ჰორმონების დონეს აჭარბებს. ეს ჰორმონი ხელს უშლის კანის ცხიმის ჯირკვლების მოქმედებას და ხელს უწყობს კანის ცხიმის გამოყოფას. სწორედ ჭარბად გამოყოფილი და ფორებში თანდათან დაგროვილი კანის ცხიმის ბრალია ფურუნკულების, მუწუკებისა და შავი წერტილების გაჩენა.

  6. უძილობა

    უძილობასა და მშვიდი ძილის გასაჭირი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ემოციებთან და ჩვეულებებთან არის დაკავშირებული. სტრესი იწვევს კუნთების ტკივილს, ახდენს ფიქრის ფოკუსირებას უსიამოვნო სიტუაციებზე, რაც ძილს გვიტეხს და იმდენი ვეღარ გვძინავს, რამდენიც გვჭირდება. უძილობის ყველაზე სერიოზული შედეგი კი ის არის, რომ ჩვენი ორგანიზმი ამ უპასუხისმგებლო საქციელისთვის, დროთა განმავლობაში, პასუხს მოგვთხოვს და შერყეული ჯანმრთელობა ცხოვრების ხალისსა და ხარისხს დაგვიქვეითებს.

  7. გადაღლა



    დაღლილობა ანდა გადაღლა, ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რომ ის საკმარისად ვერ ისვენებს და გამუდმებით ფიზიკური და ფსიქიური სტრესის ქვეშ არის. ამ სიმპტომს თან ახლავს გუნების სწრაფი ცვლა, დეპრესია, შფოთვა და გაღიზიანება. გაქვთ ეს სიმპტომები? თუ ამ ბოლო ხანს ხშირად ხართ ამ გუნებაზე, ჩაიტარეთ სამედიცინო შემოწმება და იპოვეთ რამე ალტერნატული ვარიანტი სტრესის შესამცირებლად.