რა იწვევს არითმიას?! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

რა იწვევს არითმიას?!  ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
არითმია მაშინ ვითარდება, როცა გულის შეკუმშვათა გამომწვევი ელექტრონული იმპულსის წარმოქმნა ფერხდება ან იბლოკება, ეს კი მაშინ ხდება, როცა ელექტრული იმპულსის წარმომქნელი უჯრედები სათანადოდ ვერ მუშაობენ ან თვით იმპულსი ამა თუ იმ პათოლოგიის გამო გულში ვერ ვრცელდება. არითმია მაშინაც შეიძლება აღმოცენდეს, როცა ელექტრული იმპულსების წარმოქმნა სინუსის კვნაძთან ერთად ან მის ნაცვლად იწყება გულის სხვა უბანშიც - ექტოპიურად. ამ დროს გული ექტოპიურ იმპულსზე რეაგირებს და არა ნორმალურზე. შეგვიძლია დავასახელოთ მიზეზები, რომლებიც იმპულსის წარმოქმნის ასეთ ცვლილებას იწვევს:

  • თამბაქოს წევა;
  • ალკოჰოლის ჭარბიმიღება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • კოფეინიანი სასმელების ( ყავა, ჩაი, კოლა ) ჭარბი მიღება;
  • ემოციური სტრესი, მრისხანება , რომლის გავლენით გული ჭარბი დატვირთვის პირობებში მუშაობს, იმატებს სისხლის წნევა, სისხლში გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, მაგალითად, ადრენალინი.


განსაკუთრებული ყურადღება კი იმ მდგომარეობას უნდა მიექცეს, როცა გულის იშემიური დაავადების, მაღალი არტერიული წნევის, კარდიომიოპათიის ან გულის უკმარისობის დროს ზიანდება გულის კუნთი და მისი გამტარი სისტემა და არითმიაც სწორედ ამის გამო აღმოცენდება. გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა, არითმია ხშირად აღმოცენდება გულის მანკის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, მწვავე რევმატიზმის დროსაც. ამ შემთხვევაში გულის კუნთში აღმოცენებული ცვლილებები, მისი ჰიპერტროფია ან ელასტიკურობის დაქვეითება აღვევს ელექტრული იმპულსის გავრცელებას. არის შემთხვევები, როცა პაციენტს აქვს გულის გამტარი სისტემის ანომალია - დამატებითი გამტარი გზა. ეს მდგომარეობა ვოფ - პარკინსონ - უატის სინდრომის სახელით არის ცნობილი და პაროქსიზმული ტაქიკარდიის - გულის რიტმის უეცარი მკვეთრი გახშირების - შეტევები ახასიათებს. ამ დროს შეკუმშვათა სიხშირე წუთში 140 - აღემატება. ზოგჯერ პულსის დათვლა შეუძლებელიც კია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა არითმიის მიზეზს ვერ ადგენენ.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია