რა იწვევს გულის შუილს და როგორი მკურნალობა უნდა ჩატარდეს.
ჩემს 7 წლის ვაჟს პედიატრმა ორიოდე კვირის წინ დაუდგინა შუილი გულზე. გამიგია, რომ ეს ძალიან საშიშია. იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, რა იწვევს შუილს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ?
ექიმის კომენტარი:
გულის მუშაობის პროცესში სარქველების დახურვის მომენტში აღმოცენდება ხანმოკლე ბგერა, რომელსაც გულის ტონები ეწოდება. ზრდადასრულებული, ჯანმრთელი ადამიანის გულზე არავითარი სხვა ბგერა არ მოისმინება.
შუილი ეწოდება გულში აღმოცენებულ ხმიანობას, რომელიც ტონისაგან მეტი ხანგრძლივობით განირჩევა. შუილი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სისხლი დიდი სისწრაფით გადის რომელიმე სარქველის ცუდად ჩაკეტილ კადრებს შორის, ან იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლს გასვლა უხდება შევიწროებულ ხვრელში. ამგვარად, შუილი არის გულის სხვადასხვა მანკის ერთ - ერთი ძირითადი სიმპტომი. ხანში შესულ ადამიანს შუილი შეიძლება განუვითარდეს ათეროსკლეროზის ნიადაგზე.
მეტად საყურადღებოა, რომ შუილი ხშირად აღენიშნება ბავშვსა და ახალგაზრდას, ზოგჯერ კი მოწიფულ ადამინსაც, რომელსაც არ აქვს გულის დაავადება. ეს არის ე.წ. ფუნქციური შუილი. ამის მიზეზი ის არის, რომ გულის კუნთის ყველა ნაწილი იდეალური თანამიმდევრობით არ იკუმშება და სარქველებში რჩება პატარა ნაპრალი. ასეთი შუილი დროთა განმავლობაში გაქრება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, ხოლო, თუ შუილს საფუძვლად უდევს გულის ორგანული პათოლოგია - მანკი, ავადმყოფი საჭიროებს კონსერვატიულ ( მსუბუქი მანკის დროს ) ან ქირურგიულ ( ღრმა მანკის დროს ) მკურნალობას, რომლის ტაქტიკასაც მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს.