IV საუკუნის ტიბეტური რეცეპტი, ამ წამლის მიღების შემდეგ გაივლის თავბრუსხვევა და ყურების შუილი, მხედველობა უმჯობესდება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.
დიდი ხანია, ვსწავლობ მკურნალობისა და კვების ტიბეტურ მეთოდებს. ამ გამოცდილებას უკვე ათეული წლებია ვიყენებ ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო, ეგებ ჩემი ცოდნა რამეში გამოადგეთ. ეს გახლავთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის ტიბეტური რეცეპტი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმის დამცავი ძალების დაქვეითებისა და გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების - ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის დროს. ეს წამალი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს ცხიმოვანი და ქოლესტერინული ნალექისგან. რეკომენდებულია ინფარქტისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკისათვის. ამ წამლის მიღების შემდეგ გაივლის თავბრუსხვევა და ყურების შუილი, მხედველობა უმჯობესდება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება. არ შეიძლება მათთვის, ვისაც წამლის კომპონენტებზე ალერგია აქვს.
- აიღეთ 100 - 100 გრ უკვდავა, არყის ხის კვირტი, კრაზანას ყვავილი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ მინის ქილაში და თავი მჭიდროდ დაუცეთ. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. 20 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ ქსოვილში ( და არა დოლბანდში). საღამოს 1 ჭიქა ნაყენი შეათბეთ, გახსენით მასში 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ. ამის შემდეგ არც ჭამოთ რამე და არც დალიოთ. დილით ორთქლზე შეათბეთ დარჩენილი ნაყენი ( 1 ჭიქა ), გახსენით მასში 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ უზმოზე. ისაუზმეთ ნახევარი-ერთი საათის შემდეგ. მკურნალობა მანამდე გრძელდება, სანამ არ დაცლით მთელ მომზადებულ ნარევს. კურსი გაიმეორეთ 5 წლის შემდეგ.
- ახალგაზრდობის ელექსირი მზადდება ასე: წვრილად დაჭერით 400 გრ ნიორი და ჩაყარეთ ქილაში, 24 ცალი ლიმონი გამოწურეთ დ გამონაწური დაასხით ნიორს. ქილას პირი დოლბანდით მოუკარით. მიიღეთ 1 ჭიქა ანადუღარ წყალში განზავებული 1 ჩ/კ ნაყენი დღეში სამჯერ. მიღებამდე შეანჯღრიეთ. ეფექტს პირველივე კვირის დასასრულს იგრძნობთ.
- ნაღრძობისათვის: აიღეთ 1 კვერცხის ცილა, დაამატეთ 1 ჩ/კ ფქვილი და 1 ს/კ სპირტი. კარგად აზილეთ. მიღებული ფაფა გადაუსვით ტილოს ქსოვილს, დაიდეთ ნაღრძობზე და კარგად შეიზილეთ.