გამოიყენეთ ეს ხალხური რეცეპტები სმენითი ნევრიტის სამკურნალოდ!

გამოიყენეთ ეს ხალხური  რეცეპტები სმენითი ნევრიტის სამკურნალოდ!
ნევრიტი სმენითი ნერვის - მისი სიმპტომებია: გამუდმებული წკარუნი, ხმაური ყურში. ნევრიტი თავისით არასოდეს გაივლის; უფრო მეტიც, ერთხელ დაწყებული დაავადება თანდათან პროგრესირდება. თუ უგულებელვყოფთ მკურნალობას, შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - აბსოლიტური სიყრუე.
ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების პარალელურად, გამოიყენეთ ხალხური მედიცინის რეცეპტები:

აი, ისინიც:
  • თეთრ ლეშურას 2-3 ს/კ ბალახს დაასხით 1-2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ, გააგრილეთ და მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ერთხელ ღამით. ნაყენი გახსენით წყალში პროპორციით 1:1 და ჩაიწვეთეთ თითოეულ ყურში 3 - 4 დღეგამოშვებით ძილის წინ.

  • 1 ჩ/კ სტერილური აფთიაქის კუპრი ( სამკურნალო ) შეურიეთ ჭიქა თბილ რძეს და სვით ჭიქის მესამედი 3 -ჯერ დღეში საჭმლის მიღების შუალედებში თვენახევრის განმავლობაში, შიესვენეთ 3 თვე და კურსი გაიმეორეთ.

  • ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ხმაურს ყურებში, მის შეჩერებაში დაგეხმარებათ სპილენძის თხელი ფოლგიდან გამოჭრილი 22 - 25 მმ დიამეტრის " მონეტები " ( სიტყვამ მოიტანა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამდვილი 5 კაპიკიანი საბჭოთა მონეტები - გამოშვებული 1961 წლამდე ), რომლებიც უნდა მიიკრათ ყურის უკან ბორცვებზე პლასტირით. სპილენძის აპლიკაციების ხანგრძლივობა უნდა იყოს არა უმეტეს 5 -6 სთ-სა.

  • ნევრიტი მწვავე ორმხრივი სმენითი ნერვის. მოამზადეთ ნივრის ნარევი ზეითუნის ზეთთან შეფარდებით 1:3. 15 - 20 დღის განმავლობაში ამ ნარევის 1 -2 წვეთი ჩაიწვეთეთ თითოეულ ყურში. ერთი კვირის შესვენების შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობის კურსი.

  • არცთუ ურიგოა აგრეთვე ასეთი რეცეპტი : 15 გრ პროპოლისი ( დიდგელი ) დააყენეთ 10 დღის განმავლობაში 100 გრ 96 გრადუსიან სპირტზე. შემდეგ 10 გრ მიღებული ხსნარი შეურიეთ 40 გრ რაფინირებულ მზესუმზირის ზეთთან.
    ნარევი ხმარების წინ უნდა შეანჯღრიოთ . დაასველეთ დოლბანდის ტამპონი და ჩაიდეთ ის დაავადებულ ყურში 24 სთ-ით. პროცედურის გამეორების წინ რეკომენდებულია შეისვენოთ 12 სთ. ხოლო მთლიანობაში ცუდი არ იქნება, თუ ასეთ პროცედურას ჩაიტარებთ. სმენა უნდა გაგიუმჯობესდეთ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური