შეგიძლიათ თავად გაიუმჯობესოთ სმენა!
თუ თქვენ რეგულარულად შეასრულებთ იმ ვარჯიშებს რომელთაც გვთავაზობენ, სმენა გაგიუმჯობესდებათ და ყურის დაავადებებსაც აიცილებთ თავიდან.
- ხშირად გაიკეთეთ ყურის დაფის აპკის მასაჟი თითების ბრუნვითი მოძრაობით. ასევე, თითით სწრაფად დახურეთ და გახსენით სასმენი მილი. დაიზილეთ ნიჟარის შიგა და გარეთა მხარე. მასაჟი უფრო ეფექტურია დილაობით. იგივე გააკეთეთ ძლიერი დაღლილობისას.
- ხელისგულები ნიჟარებზე აიფარეთ, სამი შუა თითი აათამაშეთ კეფაზე ისე, ვითომ დოლს უკრავთ. ასე მოიქეცით 12 - ჯერ. ამ დროს ყურებში ხმაურს გაიგონებთ. შემდეგ ხელისგულები ერთი წამით მჭიდროდ დააჭირეთ ყურებს და მყისვე მოაშორეთ, გააკეთეთ 12 - ჯერ. ღრმად ჩაიყავით თითები ყურებში და ატრიალეთ წაღმაუკუღმა 3 - 3 -ჯერ, ვითომ ყურის ღრუს იწმენდთ, მერე სწრაფად გამოიღეთ ისე, რომ გაიტკაცუნოს.
- კარგად გარეცხილი ძაღლყურძენას ფესვები დაჭერით, მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაასხით სამი ლიტრი წყალი და მოხარშეთ. მდუღარე ძაღლყურძენას ორთქლზე რიგრიგობით გააჩერეთ ყურები, ათ - ათი წუთი. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და ნახავთ, რომ სმენა გაგიუმჯობესდებათ.