რა ვუყოთ ვადაგასულ წამლებს? არავითარ შემთხვევაში გადაყართ ისინი ნაგავში!
რამდენად ხშირად ამოწმებთ თქვენი სახლის აფთიაქის შემადგენლობას? წამლების ყუთის დათვალიერებისას ბევრი ჩვენგანი მასში ვადაგასული წამლების მთელ გროვასაც კი აღმოაჩენს ხოლმე, თუმცა არ ღირს დაუფიქრებლად ყველა მათგანის გადაყრა, რადგან ზოგიერთი პრეპარატი თავის სამკურნალო თვისებებს ვადის გასვლის შემდეგაც არ კარგავს.
ვარგისიანობის ვადა — ეს დროის პერიოდია, რომელშიც პრეპარატი მაქსიმალურ ეფექტს იძლევა და სრულიად უსაფრთხოა. ვადის გასვლა კი წამალს მაშინთვე მავნებლად არ გადააქცევს. რეალურად ეს წამლის მაქსიმალური ეფექტიანობის დაქვეითებას ნიშნავს (იმ შემთხვევაში თუ ვადა ახლახანს გაუვიდა.)
ვადაგასული წამლები.
ცოტამ თუ იცის, რომ ვადაგასული წამლები არ შეიძლება გადავყაროთ ნაგვის ურნაში. გამოიყენეთ ეს მარტივი ინსგრუქცია მავნე პრეპარატების უტილიზირებისთვის.
ამ პროცედურების ჩატარება ერთი მარტივი მიზეზითაა აუცილებელი: გარემოსთვის ზიანის მიყენების ასარიდებლად. საქმე იმაშია, რომ გადაგდებული წამალი შესაძლოა ფრინველებმა, მოხეტიალე ცხოველებმა ან ცნობისმოყვარე ბავშვებმა იპოვონ, რის გამოც მნიშვნელოვანია დახარჯოთ მცირეოდენი დრო წამლების სწორად უტილიზირებისთვის.

- ასპირინი
ამ პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ გაითვალიწინეთ მისი მოქმედების სიძლიერე ნაკლებად ეფექტური იქნება.
- დეკსტრომეტორფანი
ეს ხველების საწინააღმდეგო საშუალება უმჯობესია ვადის გასვლის შემდეგ მაშინთვე თავიდან მოიშოროთ.
- იბუპროფენი
წამალი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებები ახასიათებს. მისი გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია მწარმოებელი და შემადგენლობა.
- პარაცეტამოლი
ამ პრეპარატის მოქმედების ვადა საკმაოდ ხანგრძლივია. თუ წამლის მიღების შემდეგ თქვენ ეფექტს ვერ იგრძნობთ, არ ღირს მისი განმეორებით მიღება.
- ლორატადინი
უამრავი კვლევა ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ამ პრეპარატს საკმაოდ დიდი ვარგისიანობის ვადა აქვს (2 დან 3 წლამდე).
- თვალის წვეთები
თვალი - ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ორგანოა, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს წამლების შერჩევისას. არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ ვადაგასული თვალის წვეთები.
ცოტამ თუ იცის, რომ ვადაგასული წამლები არ შეიძლება გადავყაროთ ნაგვის ურნაში. გამოიყენეთ ეს მარტივი ინსგრუქცია მავნე პრეპარატების უტილიზირებისთვის.
- გაათავისუფლეთ წამალი შეფუთვისგან: ამოიღეთ აბები ფირფიტებიდან, გადმოყარეთ ფხვნილი პაკეტებიდან, გადმოასხით სითხე ქილებიდან და ამპულებიდან.
- დააქუცმაცეთ ან დაფქვით წამლები თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.
- შეურიეთ ის საჭმელად გამოუსადეგარ ნაგავს: გამოდგება ყავის ნალექიც.
- მოათავსეთ ნაზავი თავსახურიან ქილაში ან მუქ პაკეტში, შემდეგ კი გადააგდეთ ნაგავში.