ნუ დაიბინძურებთ ცხოვრებას! 10 რამ, რაც სასწრაფოდ უნდა გადაყაროთ სახლიდან

ნუ დაიბინძურებთ ცხოვრებას! 10 რამ, რაც სასწრაფოდ უნდა გადაყაროთ სახლიდან
დროს ვერ გაუსწრებ, ამიტომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, როგორ გვიძველდება ერთ დროს საყვარელი ნივთები. ჩვენს ირგვლივ ათასი უსარგებლო ნივთია, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომ მათთან განშორება გვიძნელდება. მაგრამ თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გვსურს, უნდა გადავახარისხოთ და დაგალაგოთ უფრო ხშირად. ეს მასალა კი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან.

მაშ ასე...

1. ძველი კოსმეტიკა



მაგალითად, ტუშის ვარგისიანობის ვადა დაახლოებით 3 თვეა, ამიტომ ”ყოველი შემთხვევისთვის” მისი შენახვა არ ღირს.

2. ძველი სააბაზანო ღრუბლები


ტანის ღრუბელი ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთია, რომელშიც მილიონობით ბაქტერია ბუდობს. გამოცვალეთ იგი 3-4 კვირაში ერთხელ.

3. ძველი მზისგან დამცავი საცხი

ნუ დაიბინძურებთ ცხოვრებას! 10 რამ, რაც სასწრაფოდ უნდა გადაყაროთ სახლიდან

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს საცხი მინიმუმ არაფეფექტურია. ვარგისიანობის ვადა კი 3 წელს არ აღემატება.

4. ძველი წამლები


თუ მათ ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე არ გამოვიყენებთ, ორგანიზმისთვის ძალიან საზიანო შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები.

5. ძველი ჟურნალები




გადახედეთ ჟურნალის მაგიდას და გადაყარეთ წაკითხული ჟურნალები ან ისინი, რომლებისკენაც ჯერ ვერ მიაღწიეთ.

6. ძველი ჭურჭელი

უმეტესობა პლასტმასის ჭურჭელი მიკროტალღური ღუმელისთვის ან საკვები კონტეინერები პოლიკარბონატებს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. შეიძინეთ ახალი, რომელიც ბისფენოლებს არ შეიცავს.

7. ძველი ფეხსაცმელი



რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის ვარგისიანობის ვადა ინდივიდუალურია, მაგრამ თუკი იგრძენით, რომ ფეხსაცმელმა ფორმა დაკარგა და ისე კარგად არ ”ზის”, სინანულის გარეშე მოიშორეთ იგი.

8. კბილის ძველი ჯაგრისები

ექიმები გვირჩევენ, ყოველ 3 თვეში გამოვცვალოთ კბილის ჯაგრისი, რადგან დროთა განმავლობაში მასში უამრავი ბაქტერია იდებს ბუდეს.

9. ტანსაცმელი, რომელიც არც კი ჩაგიცვამთ



თუ ყიდვის დღიდან 6 თვის განმავლობაში არ ჩაგიცვამთ ყოველდღიური ტანსაცმელი, მოიშორეთ იგი. სხვაგვარად, თქვენს გარდერობს გადატვირთვა არ ასცდება.

10. საჭმლის ნარჩენები

იყავით ძალიან ფრთხილად საჭმლის ნარჩენებთან მაცივარში. მათი ღიად შენახვა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.