თანამედროვე ქალის სილამაზის მარტივი საიდუმლოებები
თითოეული ქალი თავისებურად მშვენიერია. მაგრამ არასათანადო მოვლის შედეგად სილამაზე ცვდება. ამის თავიდან ასარიდებლად არსებობს უამრავი საშუალება - ხალხური რეცეპტები, სილამაზის სალონები და კოსმეტიკა. მაგრამ ხანდახან გვმართებს ყურადღება წვრილმანებს მივაქციოთ. დღეს FPAPARAZZI შემოგთავაზებთ რამდენიმე გამოცდილ რჩევას, რომლებიც დიდ თანხას არ მოითხოვს, მაგრამ ძალიან ეფექტურია.
საიდუმლო #1 - მუდმივობა
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივობაა. ყველაზე ძვირად ღირებული სალონის ნიღაბიც არ მოგვცემს ეფექტს, თუკი მას დროდადრო გამოვიყენებთ, და არა კვირაში ერთხელ - ინსტრუქციის თანახმად.
საიდუმლო #2 - თავის მოვლამ სიხარული უნდა მოგვანიჭოს
პროცედურების დროს ნუ იჩქარებთ, თავის მოვლამ სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს და არა კატორრას დაემსგავსოს. როდესაც პროცედურას საკუთარი თავისადმი სიყვარულით ვიტარებთ, ჩვეულებრივი კიტრის ნიღაბიც კი გააბრწყინებს სახეს და ისეთ ეფექტს მივიღებთ, თითქოს სალონში ძვირად ღირებული პროცედურა ჩავიტარეთ.
საიდუმლო #3 - ჰიგიენა
თითოეული ქალი ბუნებით უნიკალურია, მოვლის საშუალებებიც ინდივიდუალური უნდა იყოს! ღრუბელი, ჯაგრისი, ფუნჯები - მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ნივთების გამოყენება, თუ გვსურს სხვისი სავარცხლიდან ქერტლი ან პომადიდან ჰერპესი არ ავიკიდოთ.
საიდუმლო #4 - ყველაფერს თავისი დრო აქვს
ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ კოსმეტიკას. დაუყოვნებლივ გადაყარეთ ძველი ტუში, პომადა, ჩრდილი და ა.შ. მწარმოებელმა სილამაზისთვის კი არ მიუთითა ვარგისიანობის ვადა. ხო არ გინდათ, დილით მუწუკებით დამშვენებულმა გაიღვიძოთ, იმის გამო რომ, ღამით ვადაგასული საცხი წაისვით?
საიდუმლო #5 - ხარისხი სილამაზის საწინდარია
ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კოსმეტიკის შემადგენლობას. და ვინ რაც უნდა თქვას, მაგრამ პროფესიონალური ხაზი საუკეთესოა. პირველ რიგში, ხარისხის გამო. მათგან არ უნდა ელოდო კანის სიწითლეს და გამონაყარს, და რაც მთავარია, პროფესიონალური კოსმეტიკა მეტ ხანს ძლებს. შესაბამისად, დროისა და ფინანსების ეკონომიას გასწევს.