რევოლუციონალური სპრეი, რომელსაც შესწევს თქვენი სიცოცხლის გადარჩენის ძალა (ფოტოები + ვიდეო)

რევოლუციონალური სპრეი, რომელსაც შესწევს თქვენი სიცოცხლის გადარჩენის ძალა (ფოტოები + ვიდეო)
ველოსპიედით გადაადგილება ნაკლებად განათებულ ადგილებში არაპრაქტიკული და მოუხერხებელია, ხოლო სრულიად სიბნელეში თითქმის შეუძლებელი და ამავდროულად სახიფათოცაა. იმისათვის, რომ ველოსპედისტებმა არ გამოსცადონ, თუ რას ნიშნავს ავტომობილის კაპოტზე აღმოჩენა, კომპანია "Volvo"_მ შეიმუშავა ახალი პროდუქტი სახელწოდებით "Life Paint". ეს უნიკალური სპრეი ირეკლავს მცირეოდენ სინათლესაც კი და მთლიანად ანათებს იმ ნივთს, რომელზეც დატანილია იგი. სწორედ ამიტომ ღამით ქუჩაში ველოსიპედით გასვლის შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ დაიტანთ ამ სპრეის თქვენს ველოსიპედზე ან ქურთუქზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ აირეკლავთ მანქანის ფარების შუქს და მთლიანად გაანათებთ, რაც თქვენს უსაფრთოდ ყოფნას განაპირობებს.

სპრეი "Life Paint".


ეს გახლავთ არატოქსიკური, გამჭვირვალე სპრეი, რომელიც დამზადებულია წყალზე.

რევოლუციონალური სპრეი, რომელსაც შესწევს თქვენი სიცოცხლის გადარჩენის ძალა (ფოტოები + ვიდეო)

"მიუხედავად იმისა, რომ სპრეი შექმნილია ველოსიპედისტების უსაფრთხოებისათვის, მისი დატანა შესაძლებელია ყველა სახის ქსოვილზე, მატერიაზე, ფეხსაცმელზე, ბავშის ეტლზე და ძაღლის ყელსაბამზეც კი" - ამბობს სპრეის გამომგონებელი გრეი ლონდონი.

ეს სპრეი აბსოლიტურად შეუმჩნეველია დღის შუქზე. იგი ანათებს მხოლოდ ავტომობილი ფარების შუქის არეკვლის შედეგად.



საღებავის ეფექტი სამუდამო არ არის და მისი მოქმედების ვადა შეადგენს 10 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჭირო გახდება სპრეის ხელმეორედ დატანა ამა, თუ იმ ნივთზე.

"Volvo" გეგმავს ამ სპრეის გამოცდას ლონდონის ქუჩებში მოსიარულე ველოსიპედისტებზე. ამის შემდეგ შესაძლებელია კომპანიამ სრულიად უფასოდ დაარიგოს იგი.



სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 19000 ადამიანი იღებს ფიზიკურ დაზიანებებს უბედური შემთხვევების შედეგად.

ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია "Volvo" ცნობილია თავისი სიყვარულით უსაფრთხოების მიმართ. კომპანიამ გამოაცხადა, რომ უკვე 2020 წლისათვის "Volvo"_ს ფირმის არცერთი ავტომობილი არ იქნება ადამიანების დაღუპვის, ან მათი დაშავების მიზეზი.