ახასიათებს თუ არა ჭიებით ინვაზიას ძილში კბილების კრაჭუნი და როგორ ვუმკურნალოთ მას.
18 წლის გოგონა ძილში კბილებს აკრაჭუნებს. ჭიები არ აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც ვუმკურნალეთ. გვყავდა ნევროპათოლოგთანაც, შედეგი ამანაც არ გამოიღო. რით ვუშველოთ ან ვის მივმართოთ კიდევ?
ექიმის კომენტარი:
ძილში კბილების კრაჭუნი მართლაც ახასიათებს ჭიებით ინვაზიას. თქვენ აღნიშნავთ, რომ გოგონას ანალიზში ჭიები არ აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც ვუმკურნალეთო. სავსებით შესაძლებელია, მკურნალობის კურსი არასრულყოფილად ჩატარდა, მით უმეტეს, რომ რეინვაზიის ( დასნებოვნების ახალი ტალღის ) განვითარება შესაბამისი წესების დაცვის გარეშე ადვილად ხდება.
ჭიების განვითარების პროცესს სხვადასხვა ფაზა ახასიათებს. სწორედ ამით აიხსნება ხშირად ჭიებზე განავლის ანალიზის უარყოფითი პასუხი მაშინ, როცა ადამიანი სინამდვილეში ინვაზურებულია. აღნიშნულ ფაზათა უცოდინრობაა მიზეზი აგრეთვე ჩატარებული მკურნალობის არაეფექტიანობისა. ასე რომ, გირჩევთ, რჩევა ჰკითხეთ ექიმ - პარაზიტოლოგს და ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატები ზუსტად იმ დოზითა და პერიოდულობით მიიღეთ, როგორც ის დაგარიგებთ.
ახლა კი, ორ ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ ჭიების მოსასპობად:

- გოგრის თესლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭიების განადგურებას. 100 – 150 გრ გარჩეული თესლი დანაყეთ როდინში და ასრისეთ ცოტაოდენ რძეში. ფაფისებრი მასა მიიღეთ უზმოზე ერთი საათის განმავლობაში, თითო - თითო ჩაის კოვზი. მეორე დღეს გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა.
- ბავშვსაც და მოზრდილსაც აუცილებლად უშველის ხახვის ნაყენი. გაატარეთ ხორცსაკეპში ერთი თავი ხახვი, მიღებულ ფაფას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში, ოღონდ დროდადრო შეანჯღრიეთ ხოლმე. საგულდაგულოდ გაწურეთ და მიეცით.
ბავშვს ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ერთხელ, 3 – 4 დღის განმავლობაში.