ჭიის წამალს, რომელმაც მათ შვილს არგო, ბევრი ახლობელსაც ურჩევს. დასაშვებია თუ არა ეს?!

ჭიის წამალს, რომელმაც  მათ შვილს არგო, ბევრი ახლობელსაც  ურჩევს.  დასაშვებია  თუ არა ეს?!
ლამბლია შოლტოსანი პარაზიტია, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავისა და მლივი ნაწლავის საწყის ნაწილში ბინადრობს. შეხედულება, თითქოს ლამბლიები ნაღვლის ბუშტში მრვალდებოდნენ, სადღეისოდ უარყოფილია. დამტკიცებულია, რომ ნაღველი ამ პარაზიტზე დამღუპველად მოქმედებს. ინტენსიური ინვაზიის შემთხვევაში ავადმყოფს ერღვევა ნაღვლის ბუშტის მოტორიკა, რაც რეფლექსურად გადაეცემა თორმეტგოჯასა და მლივ ნაწილს. პროცესი ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერებით სრულდება. შედეგად თავს იჩენს შეტევითი ხასიათის ტკივილი ჭიპისა და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ავადმყოფს ზოგჯერ ფაღარათი აწუხებს, ზოგჯერ - შეკრულობა, დროდადრო - გულისრევის შეგრძნება. ლამბლიოზის კლინიკური გამოვლინებანი გარდამავალია და უფრო ბავშვებს აღენიშნებათ, მოზრდილებში კი დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ლამბლიოზს მკურნალობენ მეტრონიდაზოლით, ორნიდაზოლით (ტიბერალით), ტინდაზოლით. კარგ შედეგს იძლევა კომბინირებული მკურნალობა ფიტოთერაპიასთან ერთად.

რომელი თანამერდოვე პრეპარატებით მკურნალობენ ჰელმინთოზს?
ბავშვთა ასაკში ჰელმინთოზის სამკურნალოდ გამოიყენება ჰელმიზოლი, ჰელმინთოქსი, ვერმოქსი.

წამალს, რომელმაც მათ შვილს არგო, ბევრი ახლობელსაც ურჩევს. დასაშვებია თუ არა ასეთი რამ?
თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება. შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. ყოველი ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს ბავშვის საერთო მდგომარეობის, თანმხლები დაავადებებისა და უმრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

თვითნებური მკურნალობისას შესაძლოა თვით მედიკამენტმაც გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. სახელდობრ:
დისპეფსიური დარღვევები (ნაწლავთა აშლილობა ან შეკრულობა, პირღებინება);

ნეიროტოქსიკური ეფექტი ( თავის ტკივილი, თავბრუსხვევა);

ჰემატოტოქსიკური ეფექტი (ღვიძლის ფუნქციების დარღვევა );

ჰემატოტოქსიკური ეფექტი( ცვლილებები სისხლში - ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია).

ჭიებით ინვაზიის მკურნალობას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს - მედიკამენტური თერაპია უტარდება არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მათ დაავადების რომელიმე კლინიკური ნიშანი. ორი კვირის შემდეგ კი პრეპარატის იმავე დოზით გამეორებაა საჭირო. თუ სანიტარიულ - ჰიგიენური რეჟიმი გამუდმებით ირღვევა და რეინვაზია ანუ ხელმეორედ ინვაზირებაა მოსალოდნელი, მკურნალობა ყოველი 3 - 4 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

რა ღონისძიებები ტარდება პროფილაქტიკისთვის?
ადამიანის, ბავშვისა და მოზრდილის, ჭიებით ინვაზია საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვაზეა დამოკიდებული. ძალზე საშიშია ხელების, საკვების, საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების საგნების დაბუნძურებამ რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ბუზებს, ტარაკნებსა და სხვა მწერებს.
არასდიდებით არ შეიძლება ტუალეტის ჩანარეცხი წყლით ბაღ - ბოსტნეულის მორწყვა, რაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ხდება, ან ნიადაგის გასანოყიერებლად ფეკალური მასების გამოყენება.განოყიერება მხოლოდ კომპოსტირებული ფეკალიებით შეიძლება.
ბავშვები პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ ჰიგიენას - ხელების საპნით დაბანას ყოველი ჭამის წინ, ქუჩიდან შემოსვლისთანავე, ტუალეტით სარგებლობისა და შინაურ ცხოველებთან ან კონტაქტის შემდეგ.
თუ ბავშვს მაინც აღმოაჩნდა ჭიებით ინვაზიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები ( მოუსვენარი ძილი, უკანა ტანის ქავილი, ძილში კბილების კრაჭუნი, პირიდან - უსიამოვნო სუნი, ალერგიული გამონაყარი კანზე, წონაში ჩამორჩენა), მიმართეთ ინფექციონისტს ან პარაზიტოლოგს.
თუ პატარას დროულად მიიყვანთ სპეციალისთან და შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებთ, ამით ოჯახის სხვა წევრებს თავიდან ააცილებთ ჭიებით ინვაზიას.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა