საკმაოდ ეფექტური ხალხური რეცეპტები, რომელიც გაგანთავისუფლებთ ჭიებისგან!

საკმაოდ ეფექტური ხალხური რეცეპტები, რომელიც გაგანთავისუფლებთ ჭიებისგან!
ჭიებით ინვაზია ასუსტებს ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს და ხელს უწყობს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის გააქტიურებას. სწორედ ისინი - ასკარიდები, სოლიტერები, ჩვეულებრივი ჭიები - ტანჯავენ ადამიანს.

ჭიების სამკურნალოდ ხალხური მედიცინა შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს:
  • მსხლის თესლები ორგანიზმიდან ჭიების გამოდევნის კარგი საშუალებაა, აგრეთვე კარგია როგორც კუჭის შემკვრელი.

  • ბრტყელი და გრძელი ჭიების არსებობისას დიდი რაოდენობით წვრილად დაჭრილი თაფლიანი ნიგოზი უნდა მივიღოთ.

  • 30 გრ მჟავე ბროწეულის ძირების ქერქის ფხვნილს დავაყოლოთ ცხელი წყალი. კარგი საშუალებაა ჭიების საწინააღმდეგოდ.

  • ბეწვთავა ჭიების ( ენტერობიუსი ) წინააღმდეგ ეფექტურია ნივრის ნაყენის ოყნა, ან ნივრის კბილის გაკეთება სწორ ნაწლავში, მთელი ღამით.

  • მრგვალი და ლენტისებური ჭიების განდევნის მიზნით უზმოზე მივიღოთ ნიგოზი; სოლიტერის წინააღმდეგ 30 – 60 გრ ნიგვზის ზეთი მშრალ ღვინოსთან ერთად.

  • ასკარიდოზის დროს უნიშნავენ ქლიავის თესლს, 5 – 10 გრ ერთჯერადად.

სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი