ყველაზე ეფექტური საშუალება მახვილა ჭიების სამკურნალოდ!
ჩემს 5 წლის პატარას აღმოაჩნდა მახვილა ჭიები. ვუმკურნალეთ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ანალიზებში ჭია ისევ ჰქონდა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავი დავაღწიოთ განმეორებით დაავადების განვითარებას და თუ არსებობს ქიმიური აბების გარდა, მკურნალობის სხვა საშუალებები?
ექიმის კომენტარი:
ვერავითარი წამალი ჭიებით ინვაზიისგან ვერ განგკურნავთ ( მით უფრო, ბავშვს ), თუ არ იქნება დაცული მკურნალობის და პროფილაქტიკის მკაცრი პრინციპები, აუცილებელი ჰიგიენური რეჟიმი. მედიკამენტური მკურნალობა ექიმის მიერ ინდივიდუალურად შეირჩევა ხოლმე ჭიების სახისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
აფთიაქებში ანტიჰელმინთული ( ჭიების საწინააღმდეგო ) პრეპარატები დღეს მრავლადაა, თუმცა ზოგიერთი ჰელმინთოზის ( მაგალითად, მახვილა ჭიით ინვაზიის ) დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივრის ნაყენის ოყნები (50 - 100 გ - იანი).
ნაყენი ასე მზადდება:
2 - 3 ( დაახლოებით 1 - 3 კბილი ) დაკეპილ ნიორს დაასხით 50 - 100 გრ ცხელი რძე, დააყოვნეთ 15 - 20 წთ, შემდეგ გადაწურეთ და შეგრილებული ნაყენი ოყნით შეუყვანეთ ბავშვს ძილის წინ.
ჰიგიენური რეჟიმის დაცვა გულისხმობს:
უკანა ტანისა და შორისის ჩაბანას თბილი წყლით დღეში 2 - ჯერ, ჩაბანის შემდეგ ქვედა თეთრეულის გამოცვლას ასევე დღეში 2 - ჯერ. საწოლის თეთრეულის კი - კვირაში ერთხელ; ბავშვს უნდა ჩააცვათ შემოჭერილი საცვლები, რათა ძილში არ შეეხოს ხელით უკანა ტანს და არ მოიქავოს; საცვლებისა და საწოლის თეთრეულიც მოხარშეთ და ორმხრივად გააუთოვეთ.
ასეთი მკაცრი ზომები უნდა დაიცვათ 42 დღის განმავლობაში, რათა ამოიწუროს პარაზიტთა ხელახალი განვითარების ვადა. დიდი მნიშვნელობა აქვს ფრჩხილების მოვლას ( ისინი ბავშვს ყოველთვის მოჭრილი უნდა ჰქონდეს ), ხელების საპნით ბანას ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ და ყოველი ჭამის წინ; ხილისა და ბონსტნეულის გარეცხვას გამდინარე წყლით; ბუზებთან ბრძოლას, საცხოვრებლის სველი წესით დალაგებას. თუ ოჯახში ცხოველები გყავთ, მათ აუცილებლად უნდა უტარებდეთ ჭიის საწინააღმდეგო მკურნალობას. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ მახვილა ჭიის კვერცხები ძალიან იოლად ვრცელდება და თუ პატარა ინვაზირებულია, ოჯახის ყველა წევრს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა და პროფილაქტიკური მკურნალობა. თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, თავიდან აიშორებთ დაავადების განვითარებას.