ალოეს წვენი, ეს არის უამრავი დაავადების მკურნალი!
ალოე ყველასათვის კარგად არის ცნობილი. მას როგორც სამკურნალო მცენარეს, ჯერ კიდევ, ძველი ბერძნები და რომაელები იცნობდნენ. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის - საბრის მომზადებას. ალოეს ძველი დროიდან იყენებდნენ მადის გასაძლიერებლად. ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
- ალოეს წვენს თაფლთან და კარაქთან იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.
- სურდოს დროს ცხვირში ჩაიწვეთეთ ალოეს 4 – 5 წვეთი.
- გარეგანი მკურნალობისას ალოეს წვენი გამოიყენება სველი საფენებისთვის და მოსასხურებლად. წყლულები და ჩირქოვანი ჭრილობები სუფთავდება, ხდება მათი გრანულაცია ( ახალი, მარცვლოვანი სახის ქსოვილი ). რომელიც წარმოიქმნება ჭრილობის შეხორცებისას.
- 150 გრ ალოე დააქუცმაცეთ და დაასხით 300 გრ ცხელი თაფლი, გააჩერეთ 1 დღე - ღამე, გააცხელეთ, გაწურეთ. მიიღეთ 5 – 10 გრ. ჭამამდე ერთი საათით ადრე, 3 – 4 კვირის განმავლობაში. კარგია ბრონქიტის, პნევმონიის დროს.
- ალოეს წვენი 15 გრ, გამდნარი ღორის ქონი 100 გრ, კარაქი 100 გრ, თაფლი 100 გრ, კაკაო 100 გრ. ერთმანეთში აურიეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ერთი ჭიქა ცხელ რძესთან ერთად 2 – 3 - ჯერ დღეში. კარგია ფილტვების ტუბერკულოზის დროს.
- ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დაჟეჟილ ადგილზე, ხოლო ღვინოსთან შერეული მისი წვენი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
- კატარის ან კონიუნქტივიტის დროს ალოეს წვენი გააზავეთ ცივი გადადუღებული წყლით 1 : 10 და ჩაიწვეთეთ ცხვირში და თვალებში.