ყაბზობის სამკურნალო რეცეპტი, რომლის გამოყენებითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით!

ყაბზობის სამკურნალო რეცეპტი, რომლის გამოყენებითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით!
ხშირად მაწუხებს ყაბზობა. ვიცი, რომ კვების რეჟიმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ დაცვას. ახლობელმა მასწავლა რეცეპტი, რომელსაც რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ეფექტიანობით. მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ინგრედიენტები:
  • 15 გრ ალოეს ფოთოლი
  • 300 გრ ნატურალური თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:

აიღეთ ალოეს მოზრდილი ფოთოლი, დაახლოებით 15 გრამს რომ იწონიდეს, დაჭერით წვრილად, დაასხით 300 გრ შემთბარი ნატურალური თაფლი, 1 დღე - ღამე დააყენეთ, შემდეგ გააცხელეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. ეს წამალი კარგად მოქმედებს ნაწლავებზე, კუჭ - ნაწლავის ფუნქციაც ყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ. ამავდროულად, აცხრობს ყოველგვარ ანთებას კუჭ - ნაწლავის ლორწოვანზე.

ექიმის კომენტარი:


ალოე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. ის შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებს, ფიტოციდებს, ანტრაგლიკოზიდებს, მცირე რაოდენობით - ეთერზეთებს.
ალოეს პრეპარატებს აქვს საფაღარათო მოქმედება. აქვს ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, კანისა და ლორწოვანის აღმდგენი მოქმედება. ალოეს ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ მედიცინაში იყენებდნენ ჩირქოვანი ჭრილობებისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. დღეს პრეპარატებს ფართოდ იყენებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, გარეგანი პათოლოგიების კომპლექსურ თერაპიაში. ალოესგან მომზადებული საფაღარათო საშუალებების მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ჰემოროიდული ( ბუასილით გამოწვეული ) და საშილოსნოდან სისხლდენები აქვს, რადგან შესაძლებელია, გაძლიერდეს სისხლდენა.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენს იყენებენ საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ალოეს წვენით მკურნალობენ მწვავე რინიტსაც - ამისთვის დღეში რამდენჯერმე ავადმყოფს თითოეულ ნესტოში 5 - 8 წვეთ ალოეს წვენს უწვეთებენ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი