ძლიერი სიგამხდრის, დაუძლურების და სისხლნაკლებობის სამკურნალო ძველი ხალხური საშუალებები

ძლიერი სიგამხდრის, დაუძლურების და სისხლნაკლებობის სამკურნალო ძველი ხალხური საშუალებები
ეს საშუალებები საერთოგამაძლიერებელი ეფექტით გამოირჩევა. ძლიერი სიგამხდრის, დაუძლურების, სისხლნაკლებობის ან ტუბერკულოზის დროს ხალხური მედიცინა უძველეს საშუალებებს გვთავაზობს:

რეცეპტები:
  • აიღეთ წითელი ღვინო (უმჯობესია კაგორი) - 350 გრ, ალოეს წვენი - 150 გრ, თაფლი - 250 გრ, ალოე უნდა იყოს 3 - 5 წლიანი, ფოთლების მოჭრამდე არ უნდა მორწყათ 3 -4 დღე. ალოეს ფოთლები გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და წვენი გამოწურეთ. ყველა კომპონენტი აურიეთ და გაიჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • 20 გრ ლიმონურას კენკრას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ - ის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 2 -3- ჯერ დღეში.

  • 3 ს/კ ბარისპირას ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, დააყენეთ. მიიღეთ 3/4 ჩ/ჭ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე.

  • დაუძლურების და მადის შემცირების დროს დღეში ბევრჯერ მიიღეთ გახეხილი ბოლოკი, რამდენიმე დღის განმავლობაში, ბოლოკის ყოველი მიღების შემდეგ დააყოლეთ 1 ს/კ წყალი. ამავდროულად, რეკომენდებულია მდოგვის 20 - 30 მარცვლის მიღება დღეში ერთხელ, არანაკლებ 20 დღის განმავლობაში. მდოგვი ახალი უნდა იყოს.

  • გამაჯანსაღებელი და საერთო გამაძლიერებელი ბალზამი: ბებრისკონას ყვავილს, ან ბალახის წვენი - 1 ს/კ. 4 - ჯერ დღეში.

  • 40 გრ დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით 0,5 ჩ/ჭ წყალი. მიიღეთ 10 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, დააყოლეთ 50 გრ ცივი რძე.

  • კარგი საერთოგამაძლიერებელი საშუალებაა ასკილის ნაყოფი, მისი ნაყენი თერმოსში უნდა მოამზადოთ.

  • ძლიერი სიგამხდრის, დაუძლურების, სისხლნაკლებობის ან ტუბერკულოზის დროს მოამზადეთ ძველი ხალხური საშუალება: აიღეთ ბატის, ან ღორის მუცლის ქონი - 100 გრ. თაფლი - 100 გრ. ალოეს წვენი -15 გრ. კაკაოს ფხვნილი - 100 გრ. ნარევი გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. რეგულარულად მოურიეთ, რომ არ მიიწვას. გააცივეთ და ჩაასხით მინის ქილაში, შეინახეთ მაცივარში. მიღების წინ 1 ჩ/კ ან 1 ს/კ ნარევი გააზავეთ 1 ჩ/ჭ რძეში და დალიეთ 2 -4- ჯერ დღეში სიგამხდრის ხარისხის მიხედვით.

  • მადის მომატებას ხელს უწყობს შემდეგი ნაკრები: აიღეთ აბზინდას ბალახი - 20 გრ, ფარსმანდუკის ბალახი - 20 გრ, ბაბუაწვერას ფესვი - 10 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი, 3 -4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა