თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა და გახდეთ, თაფლი თქვენთვის შეუცვლელი პროდუქტია.
თაფლს ორგანიზმის გამოფიტვისა და დასუსტების დროს სამკურნალო საშუალებად იყენებენ. გთავაზობთ შედარებით პოპულარულ რეცეპტებს ტუბერკულოზისა და გაძლიერებული კვების აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა და გახდეთ, თაფლი თქვენთვის შეუცვლელი პროდუქტია. მისი რეგულარულად გამოყენება, განსაზღვრული რაოდენობითა და სპეციალური რეცეპტურით, საშუალებას მოგცემთ თქვენი სხეული წესრიგში მოიყვანოთ. ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა ტკბილისმოყვარულები ვართ ( განსაკუთრებით მაშინ, როცა დიეტაზე ვართ). თაფლი კი ნამცხვრეულის, ტორტეულისა და კანფეტების მშვენიერი (თანაც ძალიან სასარგებლო) ალტერნატივაა.
- გააცხელეთ (მაგრამ არ აადუღოთ) ერთად 10 გრ თაფლი, 100 გრ ნაღების კარაქი, 100 გრ გადამდნარი ღორის ან ბატის ქონი, 15 გრ ალოეს წვენი, 100 გრ კაკაო. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭიქა ცხელ რძესთან ერთად დღეში ორჯერ.
- ალოეს ფოთოლი გარეცხეთ და დააქუცმაცეთ, გამოწურეთ წვენი. აიღეთ 250 გრ ალოეს წვენი, 250 გრ თაფლი, 350 გრ ღვინო, დადგით ბნელ ადგილზე 4 -5 გრადუს ტემპერატურაზე 4 დღის განმავლობაში. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3 - ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 3-5 წლის ალოეს ფოთლები 14 - 12 დღის განმავლობაში 4 - 8 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ. შემდეგ ფოთლები გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და დაასხით ანადუღარი წყალი შეფარდებით 1:3. გააჩერეთ 1 - 1,5 საათი. მიღებული წვენი გაწურეთ. 100 გრ ალოეს წვენი შეურიეთ 500 გრ ნიგოზს, დაამატეთ 300 გრ თაფლი. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.