დიაბეტის 10 ადრეული სიმპტომი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ. ყურადღებით!
დიაბეტი - საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელსაც ''ჩუმი მკვლელის'' ზედმეტსახელით ვიცნობთ. სამწუხაროდ, დიაბეტი საწყის სტადიაზე თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის შედეგადაც დაავადების დროული დიაგნოსტიკა ძალიან რთულია. დიაბეტის დროს ირღვევა ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები და პაციენტს აღენიშნება სისხლში გლკოზის მაღალი დონე. ყოველივე ამის შედეგად, დიაბეტით დაავადებული ადამიანის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება, ხოლო გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნერვოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი - რამდენჯერმე იზრდება.
ყველაზე სამწუხარო და სავალალო კი ის ფაქტია, რომ დიაბეტის საწყის სიმპტომებს პაციენტები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა, შედარებით უმნიშვნელო პრობლემებთან აიგივებენ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიაბეტით დაავადებული ყოველი 3 ადამიანიდან ერთს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ის საშინელი დაავადებისგან იტანჯება, რის შედეგადაც პრობლემის გამწვავებისა და გართულების რისკი საგრძნობლად იზრდება.
სწორედ ამიტომ, ძლზედ მნიშნელოვანია დიაბეტის ადრეული ნიშნების ცოდნა, პრობლემის აღმოჩენა საწყის ეტაპზე და მკურნალობის შესაბამისი კურსის დაწყება.
არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები. დიახ, სავსებით შესაძლებელია ეს ნიშნები არა დიაბეტით, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შედეგად იყოს განპირობებული, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა... ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის.

- ხშირი შარდვა
მუდმივად საპირფარეშოში გასვლის სურვილი შეიძლება განპირობოს საშარდე გზების ანთებამ ან ჭარბი რაოდენობით სითხის მიღებამ. თუ თქვენ შემთხვევაში ეს 2 მიზეზი არაფერ შუაშია, თუმცა ხშირად მოშარდვის სურვილი მოსვენებას არ გაძლევთ, სავსებით შესაძლებელია, საქმე დიაბეტთან გქონდეთ. დიაბეტის დროს ჩვენს თირკმელებს უწევს სწრაფი ტემპით მუშაობა, რათა შარდის მეშვეობით ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით შაქარი გამოიდევნოს. - წყურვილის განცდა
ეს სიმპტომი პირდაპირკავშირშია პირველ სიმპტომთან. როდესაც ჩვენი ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, ის ცდილობს დანაკლისის აღდგენას. ყოველივე ამის შედეგად, პაციენტს ხშირად აწუხებს წყურვილის ძლიერი განცდა. - მუდმივად შიმშილის განცდა
მუდმივად შიმშილის განცდა შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში გლუკოზის ზედმეტად დაბალ (ჰიპოგლიკემია) ან მაღალ (ჰიპერგლიკემია) დონესთან. - პირის ღრუს სიმშრალე
ეს ძალზედ უსიამოვნო სიმპტომი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე შეიძლება მიგვითითებდეს. პირის ღრუს გამოშრობა არა მხოლოდ ორგანიზმის გაუწყლოების, არამედ მე-2 ტიპის დიაბეტის საგანგაშო სიგნალია. - აუხსნელი დაღლილობა
აუხსნელი და ქრონიკული დაღლილობა - სიმპტომი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. თუ თქვენ არ ტვრითავთ საკუთარ თავს ფიზიკურად, თუმცა გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე, სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს. - მხედველობის დარღვევა
ჩვენი თვალები ყველაზე მეტად ზიანდება დიაბეტის შედეგად. სისხლში შაქრის მაღალი დონე ნელ-ნელა, ეტაპობრივად ცვლის თვალის ბადურის სტრუქტურას, რის შედეგადაც გვიქვეთდება მხედველობა. - ინფექციები
ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები სწრაფად მრავლდებიან სისხლში გლუკოზის მაღალი დონის შედეგად. ვაგინალური კანდიდოზი, სოკოვანი დაავადებები და საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციები - შაქრიანი დიაბეტის გავრცელებული სიმპტომები. - კიდურების ანემია
ეს სიმპტომი დაკავშირებულია ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევასთან, რომელსაც ხშირად ახლავს თან დიაბეტი. - წონის მკვეთრი კლება ან მატება
თუ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე წონა მკვეთრად დაიკელით ან მოიმატეთ, სასწრაფოდ მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის. ყოველივე ეს შეიძლება განაპირობოს ინსულინის გადამუშავების უნარის დარღვევამ. - ჭრილობების ნელა შეხორცება
სისხლძარღვების დაზიანების შედეგად, საგრძნობლად ნელდება ჭრილობების შეხორცების პროცესი. ჭარბი რაოდენობით შაქრის დონე სისხლში განაპირობებს ვენებისა და არტერიების დაზიანებას, რის გამოც სისხლი ნორმალურად არ მიეწოდება ჩვენს უჯრედებს.