ვუმკურნალოთ შაქრიან დიაბეტს ხალხური საშუალებებით!
შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გთავაზობთ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ხალხურ საშუალებებს:
გთავაზობთ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ხალხურ საშუალებებს:
- ჭინჭრის წვენს აძლევენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. იგი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ჭინჭრის წვენის 20 წვეთს უმატებენ 1/4 ჩაის ჭიქა წყალს ან რძეს. იღებენ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ ( ჭინჭრის წვენს ამზადებენ წვენსაწურის საშუალებით ).
- თაფლთან შერეული ხახვის წვენი გამოიყენება, როგორც დამატებითი საშუალება დიაბეტის მკურნალობისას, როდესაც ავადმყოფი ინსულინზე იმყოფება.
- ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ დიაბეტიანი ავადმყოფებისათვის ლობიო პარკის ნახარშის მიცემა შაქრის დონეს დაბლა სწევს 30 - 40 % - ით და აძლიერებს დიურეზს. ნახარში ასე მზადდება:
20 გრ ლობიოს გამხმარ პარკს დაასხით 1ლ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ განახევრდება. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ მთელი მასა 5 - 6 მიღებაზე. ამასთანავე პერიოდულად აუცილებელია გააკონტროლოთ შაქრის დონე სისხლსა და შარდში. ეს საშუალება ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის იოლი ფორმების დროს. - ვანგა თვლის, რომ დიაბეტის და ფსორიაზის გამომწვევია ძლიერი ნერვული სტრესი, შიში და არასასიამოვნო განცდები. დიაბეტის საწყის სტადიაში იგი ურჩევს ავადმყოფს დალიოს მაყვლის ზედა ფოთლების ნახარში და დაავადება არ განვითარდება.
- ზოგიერთი მკვლევარის მონაცემებით ვარდკაჭაჭა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. 200 - 300 გრ ნედლეულის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იკლებს 18 - 30 % - ით. ბევრ ქვეყანაში ვარკაჭაჭას სპეციალურად აშენებენ დიაბეტით დაავადებულთათვის დიეტური საკვების მოსამზადებლად. ვარკაჭაჭას ფოთლებისაგან შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა სალათები, მხალი და სხვა.
- დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ იყენებენ აგრეთვე მოცვის ნედლ ფოთლებს. ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. ჭურჭელს ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურამდე. სვამენ თითო ჭიქას 3 - ჯერ დღეში.