ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი საშუალებები შაქრიანი დიაბეტის დროს

ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი საშუალებები შაქრიანი დიაბეტის დროს
დიაბეტი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღენიშნება. ეს დაავადება აფერხებს სისხლძარღვებში შაქრის გადატანის ბუნებრივ პროცესს, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს უჯრედებისთვის ენერგიის მიწოდება. შედეგად, ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი, რაც ზოგჯერ იწვევს ფეხის თითის ან ტერფის ამპუტაციას, სიბრმავეს და თირკმელების დაზიანებას. დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობა იღუპება გულის შეტევით ან ინსულტით.

რეცეპტები სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად:
  • ფართოდაა გავრცელებული, რომ დიაბეტით დაავადებულებისთვის არ შეიძლება შაქრის მიღება, მაგრამ თუ შაქრის მიღება გინდათ, ის შეგიძლიათ შეცვალოთ სიტკბოს შემცველი პროდუქტებით, როგორიცაა: ნუში, მაყვალი, ჟოლო, მარწყვის, ჟოლოს ფოთლების ჩაი, ვარდკაჭაჭას ხმელი და დანაყილი ნაყოფი.

  • 2 ჩ/კ მაყვლის ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ - ის განმავლობაში, გაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში სამ მიღებაზე.

  • 20 გრ მარწყვის ხმელ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წთ, გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 4 - 5 - ჯერ დღეში.

  • აიღეთ ხეჭრელის ქერქი - 10 გრ, არყის ხის ფოთოლი - 10 გრ, წითელი მოცვის ფოთოლი - 40 გრ. 1 ჩ.კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ და მიიღეთ 1 ჩ/ჭ ჭამის წინ.

  • დიაბეტით დაავადებულებისათვის სასარგებლოა მოცვის კენკრა ნებისმიერი სახით. შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ნაყენი: 1 ჩ/კ მოცვის ხმელ, დაქუცმაცებულ, ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 0,25 ჩ/ ჭ 4 - ჯერ დღეში. ეს ნაყენი რეკომენდებულია დიაბეტის საწყის სტადიაზე და სისხლში შაქრის უმნიშვნელო მომატების დროს.

  • 2 ს/კ ჟოლოს ხმელ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • 100 გრ წიწიბურა დაფხვენით ყავის საფქვავში, კარგად აურიეთ და დალიეთ 1 ჩ/ჭ კეფირთან ერთად, 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა