შაქრიანი დიაბეტის 4 ადრეული ნიშანი, რომლის იგნორირებაც არაფრით შეიძლება!

შაქრიანი დიაბეტის 4 ადრეული ნიშანი, რომლის იგნორირებაც არაფრით შეიძლება!
იცით რა არის დიაბეტი? ალბათ გსმენიათ, რომ ეს არის ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი პანკრეასის დარღვეული მუშაობაა, როდესაც ის ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით ინლუსინს.

სტატისკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 380 მილიონი ადამიანი იტანჯება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ პრობლემისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება განუკურნებელია, არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც მის გაკონტროლებაში გვეხმარება.

დიაბეტი სიბრმავის, თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობისა და ინსულტის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ამ საშინელი დაავადების დროს სავსებით შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ისეთი უკიდურესი ზომების მიღება, როგორიც კიდურების ამპუტაციაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დიაბეტისგან იტანჯებით, მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე, რათა თავიდან აირიდოთ საშინელი შედეგები.

დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ მე-2 ტიპის დიაბეტის 4 ადრეულ ნიშანს, რომლის იგნორირებაც არავითარ შემთხვევაში შეიძლება!

1. მხედველობის გაუმჯობესება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხედველობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ და სრულიად მოულოდნელად სათვალე აღარ დაგჭირდებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს! მხედველობის გაუმჯობესება მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანია. ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე ჰაუარდ ბომი (Howard Baum) ამბობს, რომ მხედველობის ხარისხის უცაბედი ცვლილება მეტყველებს სიხლში შაქრის ამაღლებულ შემცველობაზე. ექიმის თქმით, მისი დაკვირვების ქვეშ მყოფ პაციენტებს, რომელთაც მოულოდნელად მხედველობა გაუუმჯობესდათ, სისხლში შქრის მაღალი შემცველობა აღენიშნებოდათ, ხოლო მკურნალობის დაწყების შემდეგ მათი მხედველობა ეტაპობრივად საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.

2. სმენის დაქვეითება
თქვენ დიდი სიფრთხილე გმართებთ! იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ, რომ მოულოდნელად სმენა დაგიქვეითდათ და თანამოსაუბრეს რეგულარულად თხოვთ წინადადების გამეორებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეიმოწმეთ სისხლში შქრის შემცველობა. უახლესი კვლევის შედეგად, რომელიც ''National Institute of Health''_ის ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩატარდა, დადგინდა, რომ სმენის უცაბედი დაქვეითება მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანია. სამედიცინო ექსპერტების რწმუნებით, დიაბეტის შედეგად ზიანდება ჩვენი სისხძარღვები და ყურის შიდა ნერვები, რაც სმენის დაქვეითებას ან საერთოდ მის დაგაკარგვას იწვევს. ადამიანებში, რომელთაც სისხლში შქრის მაღალი შემცველობა აღენიშნებათ, სმენის დაკარგვის რისკი 30%_ით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთა სისხლში შაქრის შემცველობა ნორმას არ აღემატება.

3. მუდმივი ქავილი
ყურადღებით: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეგულარულად განიცდით ქავილის შეგრძნებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! სამედიცინო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს მოვლენაც სწორედ მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანია. ამ დაავადების გამო სისხლის შეზღუდულ ცირკულაციას თქვენს კანში მივყავართ მის სიმშრალებმდე. ექიმი ჰოუვარდი ირწმუნება, რომ რამდენიმე მის პაციენტს, რომელსაც სულ ახლახანს დაუდგინდა დიაბეტი, ქრონიკულად აწუხებს ქავილის აუტანელი განცდა.

4. კანის მდგომარეობის გაუარესება
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კანის გარკვეულ ცვლილებებს შეამჩნევთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და გაისინჯეთ სისხლში შაქრის შემცველობა. სამედიცინო ექსპერტების თქმით, ეს მოვლენა სავსებით შესაძლებელია განპირობებული იყოს გენეტიკური და ჰორმონალური მდგომარეობით, თუმცა არ არის გამორიცხული ის ფაქტი, რომ კანის პიგმენტაციის ცვლილება გამოიწვიოს შაქრიანმა დიაბეტმა. დიაბეტი იწვევს კანის უჯრედების ზრდისა და მელანინის გამომუშავების სტიმულირებას, რის გამოც დიდი ალბათობით კანზე თავს იჩენს მუქი ლაქები.

იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!