2 არაჩვეულებრივი და ეფექტური საშუალება, რომლიც წყლულების სამკურნალოდ გამოიყენება!

2 არაჩვეულებრივი და ეფექტური  საშუალება, რომლიც წყლულების სამკურნალოდ გამოიყენება!
წყლული კანის ღრმა დაზიანებაა, რომელიც მოიცავს ეპიდერმისს, დერმას და არცთუ იშვიათად - მის ქვეშ მდებარე ქსოვილებსაც. იგი ჩნდება პირველადი პათოლოგიური კერის დაშლის შედეგად დერმის ღრმა შრეებში, თუმცა არ არის გამორიცხული, გაჩნდეს პირველადად, ქსოვილის დანეკროზების შედეგად, ტროფიკის მოშლისას. წყლულები უნდა განვასხვავოთ ჭრილობებისგან, რომლებიც მექანიკური, სხივური, ტემპერატურული თუ სხვა სახის ტრავმის შედეგად ჩნდება ნორმალურ კანზე, მაგრამ შემდგომი მიმდინარეობა, ანთებითი, ჩირქოვანი პროცესები უნდა განვიხილოთ როგორც წყლულები. წყლული სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა.
ხალხური მედიცინა წყლულების სამკურნალოდ ასეთ საშუალებებს გთავაზობთ:

ევკალიპტი. დიდხანს შეუხორცებელი წყლულების დროს კარგია ევკალიპტის ფოთლების ნახარშის საფენები. ამისათვის იღებენ 300 გრ წვრილად დაჭრილ ევკალიპტის ფოთლებს, დაასხამენ 200 მლ მდუღარე წყალს, ადუღებენ მუდმივი მორევით ნახევარი საათის განმავლობაში. აცივებენ, წურავენ. საფენებად იყენებენ დოლბანდის სველ ნაჭრებს.

მთის ღვია. მოამზადეთ დაჭყლეტილი მთის ღვიის სქელ სპირტზე ან არაყზე დაყენებული ნაყენი. ჭიქა დაჭყლეტილ კენკრაზე ჭიქა არაყი ან სპირტი. შეათბეთ ნაყენი წყლის აბაზანაზე 40 გრადუსზე. მუდმივი ნჯღრევით. გააცივეთ ხსნარი ერთი დღის შემდეგ. შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ კენკრა არ გამოწუროთ, დატოვეთ 20 დღეს. სუფრის კოვზ ნაყენს შეურიეთ ათი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი, დაასველეთ ამ ხსნარში რამდენიმე ფენა მარლა და დაიფინეთ წყლულზე ნახევარი საათით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ.
ჭრილობის ნაწიბურებზე შეიძლება წავუსვათ გაუზავებელი ხსნარი პროცესის ლოკალიზაციისათვის. გახსოვდეთ, რომ განუზავებელი ნაყენი ძალიან მტკივნეულია და იწვევს კანის დაწვას.