ტროპიკული წყლულის სამკურნალო რეცეპტები - ხალხური მედიცინიდან!
ტროპიკული წყლული საკმაოდ ფართო მცნებაა და ქსოვილთა კვების დარღვევით გამოწვეულ შეუხორცებელ ჭრილობას, კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტს ნიშნავს. ტროპიკული წყლულების 80% ვენური წყლულების წილად მოდის, რაც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაა. წყლული შეიძლება განვითარდეს არტერიული პათოლოგიის ფონზეც, ქრონიკული არტერიული უკმარისობის დროს. წყლული შეიძლება წარმოიშვას სისტემური დაავადებების - რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტის, ოსტეომიელიტის და კანის სხვა სიმსივნის შედეგადაც, თუმცა მათი გავრცელება საკმაოდ მცირეა. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ტროპიკული წყლულის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტს.
ექიმის კომეტარი: შემოთავაზებულ რეცეპტებში შემავალი კომპონენტები ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციული თვისებებით ხასიათდება. ამიტომ ისინი უთუოდ გააუმჯობესებენ ავადმყოფის მდგომარეობას.
- გაიკეთეთ ტირიფის ქორფა ფესვების მაგარი ნახარშის კომპრესი.
- დანაყილი ყვავისკუდა (ბალახი) დაიდეთ წყლულზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
- თუ წყლული არ ხორცდება, დღეში 1-2 ჯერ დაიდეთ მრავალძარღვას დანაყილი ფოთლები და შეიხვიეთ.
- ვარდის ან ასკილის ყვავილის ფურცლები ასტიმულირებს ქსოვილთა აღდგენას. ფურცლები დაასველეთ წყალში და დაიფინეთ წყლულზე. კომპრესი გედოთ მთელი ღამე.
- კარგია წმინდად გახეხილი ახალი სტაფილოს კომპრესიც.
- წყლულზე დაიდეთ ჩაის სოკოს ნაჭერი, ზევიდან დაიფინეთ დოლბანდი და პერგამენტი (ცელოფანი არ შეიძლება). ჩაის სოკოს ჭრილობიდან გამოაქვს ჩირქი. პროცედურები 1 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, ძილის წინ.
- თუ დანაყილი ჭინჭრის ფოთლებს ჭრილობაზე დაიდებთ, ინფექცია აღარ გაგრძელდება.
ექიმის კომეტარი: შემოთავაზებულ რეცეპტებში შემავალი კომპონენტები ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციული თვისებებით ხასიათდება. ამიტომ ისინი უთუოდ გააუმჯობესებენ ავადმყოფის მდგომარეობას.