როგორ ვუმკურნალოთ ორგანიზმს, თუ ის მოწამლულია.
ინტოქსიკაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზედ ხშირად ვხვდებით. მოწამვლა შეიძლება მრავალმა გარეგანმა თუ შინაგანმა ფაქტორმა განაპირობოს, იქნება ეს საკვები, გამონაბოლქვი, ქიმიური ნივთიერება თუ სხვა. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევებში, მოწამვლის ნაკლები ინტენსივობის გამო, პრობლემას საკუთარი ძალებითაც ადვილად შეგვიძლია გავუმკლავდეთ ხალხური საშუალებებით.
ლობიო. იგი ცნობილი საკვები პარკოსანი მცენარეა.მოწამვლის დროს კარგია ლობიოს ნედლი თესლების გამონაწურის მიღება. ეფექტი განსაკუთრებით დიდია დარიშხანი და მისი პრეპარატებით მოწამვლის შემთხვევებში.
ამისათვის აიღებენ ნელდი ლობიოს მარცვლებს, გამოწურავენ წვენს და სვამენ დღეში 3 - ჯერ 2 – 3 სუფრის კოვზს. საკვების მიღება ამ დროს აკრძალულია. შეიძლება მხოლოდ პიტნის და კრაზანას ბალახის ჩაის დალევა.
ჩაგირი. ჩაგირი კარგი მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებაა. იღებენ ჩაგირის დაქუცმაცებულ 1 ს/კ ფესვს, ასხამენ 200 მლ ანადუღარ წყალს, ხარშავენ 20 – 30 წთ. აყოვნებენ, წურავენ და იღებენ დღეში 3 - ჯერ სუფრის კოვზით. თუ მოწამვლა ძლიერია, მაშინ დოზა უნდა გავზარდოთ და დღეში 4 – 5 - ჯერ მივაღებინოთ, თუ ჩაგირის ფესვები არ გვაქვს შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი ქვედა სქელი ფოთლები და დოზა გავზარდოთ 2 ს/კ 200 მლ წყალზე. ჩაგირი დამაწყნარებლად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, რაც ეხმარება ავადმყოფს მოწამვლიდან გამოსასვლელად.
ლერწამი. ამ მცენარის ფესვები კარგი საშუალებაა თევზით მოწამვლის შემთხვევაში. მოწამვლის ნიშნების გამოჩენისას უნდა მივიღოთ ნედლად 5 ს/კ დაქუცმაცებული ძირები.
კამა. მსუბუქი მოწამვლის დროს კარგია კამის ნახარშის მიღება თაფლთან ერთად. ეს უძველესი საშუალებაა. შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ცოცხალი კამის მწვანილი ან მისი დაფქული თესლი. 200 მლ თაფლის სასმელზე იღებენ 1 ს/კ კამის მწვანილს ან ნახევარ ჩაის კოვზ დაფქვილ თესლს.