როგორ ვუმკურნალოთ ართრიტს სახლის პირობებში - ხალხური რეცეპტებით

როგორ ვუმკურნალოთ ართრიტს სახლის პირობებში - ხალხური რეცეპტებით
ართრიტი — გავრცელებული დაავადება, რომელიც ადამიანებს ხშირად 40 წლის შემდგომ ასაკში ემართება. იგი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ჩნდება მწვავე ინფექციური ან ინფექციურ-ალერგიული დაავადებების გადატანის შემდეგ. დაზიანებული სახსრები სივდება, დეფორმირდება, ძალიან მტკივნეულია მოძრაობის დროს.
7-10 დღიანი მწვავე პროცესის შემდეგ ავადმყოფობა გადადის ქრონიკულში. ამ დროს ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. სტკივა სახსრები, რომლებიც ოდნაც შესიებულია.
ნატუროპათების აზრით, ართრიტს იწვევს სახსრების ხრტილებში არაორგანული კალციუმის დალექვა, რომლებიც ნახშირწყლების გადამეტებული მოხმარების შედეგია.
FPAPARAZZI-ს რედაქცია თქვენთვის ამ სტატიაში შეაგროვა ართრიტის სამკურნალო რამოდენიმე ხალხური რეცეპტი.


  1. კოთხუჯი. ართრიტის და სახსრების ტკივილის დროს კარგია მივიღოთ კოთხუჯის 5-6 გრამი ფხვნილი დღის განმავლობაში.
  2. ხეპინპილა. წელის არეში ძლიერი ტკივილების დროს 6 ჯერ დღეში მიიღეთ ხეპინპილას გასრესილი ნაყოფი.
  3. ჩინური მიხაკი. ხემცენარეა. იგი გამოიყენება სხვა დანამატებთან ერთად რევმატიული ართრიტის დროს. ამისთვის იღებენ სამკურნალო ნარევს:
    • 100 ნ. - ჩინური მიხაკის ახალი ტოტები
    • 30 ნ. - სახლის პიონის ფესვები
    • 50 ნ. - გრაკლა ბალახის ფესვები
    • 40 ნ. - თუთის ქერქი

    სუფრის კოვზზე დაწვრილმანებულ ნარევს დაასხით 300 მლ. ადუღებული წყალი. დავაყოვნოთ 30 წუთს და მივიღოთ ჭამამდე თბილად 150 გრამი. დღეში აუცილებელია დავლიოთ 600 გრამი ნახარში. მკურნალობის კურსია ორი თვე. სახსრების ძლიერი დაზიანების დროს ერთი წელი უნდა ვიმკურნალოთ მცირე შესვენებით.
  4. ბირკავა. ყველგან გავრცელებული სარეველაა. აგროვებენ გაყვავილებამდე. ახმობენ ცეცხლთან, შეიძლება შებრაწოთ კიდეც. იღებენ რევმატიზმის, ლუმბაგოს, ნევრიტების, ნიკრისის, გიპერტონიის დროს. 1 ჩ/კოვზ მშრალ ბალახს შეაზელენ ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს. იღებენ ნაზავს 3-4 ჯერ დღეში და ძილის წინ. ეს ნარევი გამოიყენება აგრეთვე სამწვერა ნერვის სამკურნალოდ.
  5. ჭინჭარი. სახსრების ტკივილის დროს გამოიყენება ჭინჭრის თესლის ნარევი თაფლთან. სისხლის შედედების დასაქვეითებლად ნარევს უნდა დავუმატოთ ძიძიბოს ბალახი, რომელიც ჭინჭრის რაოდენობის 1/6 უნდა იყოს.
  6. მზიურა. მზიურას ნებისმიერი ნაწილის ნახარშის დალევა ხსნის ტკივილებს ზურგზე, სახსრებზე, ძვლებზე. სუფრის კოვზ მზიურას შეურევენ, სუფრის კოვზ ოროვანდს, ანაწევრებენ, ასხამენ ერთ ჭიქა ანადუღარ წყალს, აყოვნებენ ნახევარსაათს, წურავენ, სვამენ მთელი დღის განმავლობაში ჭამამდე და ღამით.
  7. მუმიე. ინფექციური ართრიტების დროს გამოიყენება მუმიე კვერცხის ყვითრთან ერთად. ამისთვის იღებენ ხორბლის მარცვალის ტოლ მუმიეს და შეაზელენ ორი ქათმის კვერცხისა და შაქრისაგან დამზადებულ გოგლიმოგლს. მირებულ ნაზავს ნელნელა ჭამენ. ასეთი ნაზავები უნდა შევჭამოთ ყოველდღე ვიდრე არ გავხარჯავთ 20 გრამ მუმიეს. მუმიეს განზავება შეიძლება მაგარ ხორცთან ან ქათმის ბულიონთან.

სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები