დასამშვიდებელი, ენერგიის აღმდგენი, სამკურნალო და ნაოჭების საწინააღმდეგო აბაზანები!
ნებისმიერი აბაზანა ორგანიზმს დასვენებისა და მოდუნების საშუალება აძლევს. მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რა სახის აბაზანას მივიღებთ ის ან გაგვაკაჟებს, ან დაგვამშვიდებს, ან გაგვალამაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ გვიმკურნალებს კიდეც.
ახლა კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის აბაზანებს, არჩევანი კი თქვენზეა:
დასამშვიდებელი აბაზანა:
ამ აბაზანის მიღება რეკომენდირებულია, მძიმე და მომქანცველი სამუშაოს შემდეგ. ჯერ იბანავეთ, შემდეგ აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაყარეთ ორი მუჭა მარილი და ჩაწექით 15 წუთი. თუკი ასეთ აბაზანას კვირაში ერთხელ მაინც მიიღებთ ერთი თვის შემდეგ აშკარად იგრძნობთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბალახების აბაზანა:
ეს აბაზანა რეკომენდირებულია ცხიმიანი სებორეის, მუწუკების და ფერისმჭამელების დროს. მისი მიღება შეიძლება ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ აბაზანის კვირაში ერთხელ სისტემატიური მიღებაც, შესანიშნავ ეფექტს იძლევა. მაშ ასე ავიღოთ 25 - 25 გრ შემდეგი ბალახები: ცაცხვის ყვავილი, ბენქონდარა, კრაზანა, გვირილა ( ყველა ეს ბალახი იყიდება აფთიაქში ), ბალახები ჩავაწყოთ პატარა მიტკლის პარკში, დავასხათ ორი ლიტრა წყალი, ავადუღოთ და ნელ ცეცხლზე დავტოვოთ, 25 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა მთლიანად ჩავასხათ აბაზანაში.
ნაოჭების საწინააღმდეგო აბაზანა:
ეს აბაზანა განსაკუთრებით რეკომენდირებულია მათთვის ვისაც ე.წ. "მამალი" კანი აქვს. ვიღებთ ნახევარ კილოგრამამდე კარტოფილის ფქვილს ( კრახმალს ), მოვადუღებთ და ჩავასხამთ აბაზანაში. დაუმატებთ 1 ს/კ თაფლს. ამ აბაზანის შემდეგ ძალიან კარგი იქნება თუ ჯერ კიდევ თბილ კანს მკვებავი კრემით ან კოსმეტიკური რძით დავიზელთ.
ენერგიის აღმდგენი აბაზანა:
ეს აბაზანა უნდა იყოს ძალიან თბილი და ხანმოკლე, მაქსიმუმ 5 წუთი ( უფრო ხანგრძლივი აბაზანა იძლევა უკუეფექტს ). წყალს დაუმატოთ 2 ს/კ წიწვის ექსტრაქტი. აბაზანის მიღებისას გაიკეთეთ ფეხების მასაჟი, ამ მიზნით უმჯობესია უხეში ჯაგრისის ხმარება. მასაჟი კეთდება წრიული მოძრაობებით ქვევიდან ზევით. საერთოდ დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი მასაჟი კეთდება გულის მიმართულებით.