რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ აბაზანის მიღების დროს!

რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ აბაზანის მიღების დროს!
აბაზანა ეს არის აუცილებელი ჰიგიენური პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს სხეულის გაკაჟებას, გაჯანსაღებას და გალამაზებას. ჩვენი კანი დღის განმავლობაში, იფარება ოფლით და მტვერით. ამ " ნიადაგზე" შეიძლება გამრავლდეს მილიონობით მიკრობი. დადგენილია, რომ კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე არის 40 მილიონი ბაქტერია. ერთი აბაზანის მიღების შემდეგ დაახლოებით 10 მილიონი ბაქტერია იღუპება. მარტო ამ მაგალითიდანაც ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აბაზანის მიღება. ბანაობის დროს ფორები იხსნება, კანი იწყებს სწორად ფუნქციონირებას, სრულყოფილად ეხმარება ფილტვებსა და თირკმელებს.

ნებისმიერი აბაზანა ორგანიზმს დასვენებისა და მოდუნების საშუალებას აძლევს. მაგრამ აქედან გამომდინარე თუ რა სახის აბაზანას მივიღებთ ის ან გაგვაკაჟებს, ან დაგვამშვიდებს, ან გაგვალამაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ გვიმკურნალებს კიდეც.

აბაზანის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. არ შეიძლება ბანაობა ახლად დანაყრებული კუჭით.

  2. ცხელი აბაზანის ( დაახლოებით 40 გრადუსი ) შემდეგ აუცილებელია ცივი შხაპის მიღება.

  3. არ შეიძლება აბაზანაში წოლა 10 - 15 წუთზე მეტ ხანს.

  4. აბაზანის მიღებისთანავე სასურველია მოსვენება და ძილი, თუკი თქვენ აბაზანა დღისით მიიღეთ, 15 წუთით მაინც წამოწექით და დაისვენეთ.

  5. ცივი აბაზანა ცხადია აკაჟებს ორგანიზმს, მაგრამ იგი უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე.

  6. ძალიან ცხელი აბაზანა ადუნებს გულს, ამიტომ ის პირები რომლებსაც რევმატიული დაავადებები აწუხებთ, აბაზანას უნდა იღებდნენ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

  7. ყოველდღიური ჰიგიენური აბაზანა უნდა იყოს 36 გრადუსი, ასეთი აბაზანა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...