რეცეპტები ფეხის გადაჭარბებული ოფლიანობის და დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ!
როგორც სხეულის სხვა ნაწილებს, ფეხებსაც სჭირდებათ ყოველდღიური სისუფთავე და მოვლა. აუცილებელია ფეხების დაბანა ყოველდღე თბილი წყლით და ტუალეტის საპნით. თუ ფეხებზე მშრალი კანი გაქვთ გამოიყენეთ ბავშვის საპონი.
ფეხეი ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და კვირაში ერთხელ მაინც გავაკეთოთ შესაფერისი აბაზანა მათთვის. რისთვისაც გამოვიყენოთ სპეციალური აბაზანის მარილი ან საჭმელი სოდა. ამის შემდეგ კი გავაკეთოთ მასაჟი ჯაგრისით ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, შევიზილოთ ქაფურის სპირტი და ბოლოს ტუალეტის რძე.
ვისაც აწუხებს ფეხებზე ვენების გაგანიერება, მისთვის მასაჟი არ შეიძლება!
ადამიანებს, რომელთაც მუდმივად ცივი ფეხები აქვთ, რეკომენდირებულია დაბანის შემდეგ გაიკეთონ კონტრასტული აბაზანები, რომელიც ასე კეთდება:
ფეხები 2 წუთით ჯერ მოათავსეთ თბილ წყალში, შემდეგ კი 5 წამით ცივ წყალში. პროცედურები გავიმეოროთ 2 - 3 - ჯერ და დავამთავროთ აუცილებლად ცივი აბაზანით. კონტრასტული აბაზანები ასტიმულირებენ ფეხების სისხლმომარაგებას, აკაჟებს სისხლძარღვებს, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს და ამავე დროს ითვლება საუკეთესო სამკურნალო საშუალებად ოფლიანობის საწინააღმდეგოდ.
რეცეპტები ფეხის გადაჭარბებული ოფლიანობის და სუნის დროს:
ფეხის ქუსლების დახეთქვის დროს:

- გაიკეთეთ მუხის ქერქის ნახარშის თბილი აბაზანა ყოველ საღამოს 30 წუთის განმავლობაში. ამისათვის 300 გრ მუხის ქერქი ხარშეთ 2 ლ წყალში 30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და შეურიეთ 2 ლიტრ წყალში. კურსი 2 კვირაა.
- 300 გრ დაფნის ფოთოლი 30 წუთით ხარშეთ 2 ლიტრ წყალში. გადაწურეთ და დაუმატეთ 2 ლ წყალი. გაიკეთეთ თბილი აბაზანა 30 წუთით, ყოველ საღამოს 2 კვირის განმავლობაში.
ფეხის ქუსლების დახეთქვის დროს:
- სტრეპტოციდი დაფქვით და შეურიეთ იმდენ ზეთუნის ზეთში, რომ მალამოს სისქის გამოვიდეს. ფეხი დაიბანეთ სოდიან წყალში, შეიმშრალეთ, შემდეგ წაისვით. ასე გააგრძელეთ ვიდრე არ შეხორცდება.
- ყოველ ღამე დაიზილეთ გლიცერინისა და თაფლის ნარევით.