სამკურნალო აბაზანების მიღება სახლის პირობებში!
კოსმეტოლოგიაში მცენარეთა სამკურნალო თვისებები წარმატებით გამოიყენება აბაზანებისათვისაც. ყველაზე ადვილი ხერხით ერთი სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად საჭიროა 25 გრ ბალახი, რომელსაც მოათავსებთ ქსოვილის პარკში, მოუკრავთ თავს და ჩადებთ ცარიელ აბაზანაში.
შეავსეთ ცხელი წყლით. 15 წუთის შემდეგ გაწურეთ ბალახიანი პარკი და 10 - 15 წუთით ჩაწექით აბაზანაში. წყლის ტემპერატურა 35 - 37 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს.
ცნობილია, რომ ასეთი აბაზანების მიღება კვირაში ერთხელ მაინც, შველის მრავალ დაავადებას.
წიწვების აბაზანა ( ნებისმიერი წიწვოვანი მცენარის ) ხსნის დაღლილობას, არის მატონიზირებელი.
შვრიის და ხორბლის ჩალის აბაზანა აწყნარებს და არბილებს გაღიზიანებულ კანს.
ფარსმანდუკის აბაზანა არბილებს მშრალ, უხეშ კანს.
მუხის ქერქის აბაზანა შველის ზედმეტ ობლიანობას. 500 გრ ქერქი მოხარშეთ 4 ლ წყალში 30 წუთით, შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში. ასეთივე დანიშნულებისაა ძმრიანი აბაზანა. ამისათვის 1/2 ლ ძმარი უნდა ჩაასხათ ერთ აბაზანა წყალში ( ძმარი უნდა იყოს 3 % - იანი ).
ბარამბოს, სვიის აბაზანა საუკეთესოა ძილის წინ, რადგან აწყნარებს ნერვულ სისტემას. უხდება მოდუნებულ კანსაც.
ვარდის ფურცლების აბაზანა ამშვიდებს და სურნელობას ანიჭებს კანს. თუ აბაზანის მიღების საშუალება არ გაქვთ, მაშინ შესაბამის სამკურნალო ნაყენში დაასველეთ პირსახოცი და გაიწმინდეთ მთელი სხეული.