აი, როგორ მკურნალობდნენ ჩვენი წინაპრები ფილტვების ანთებას.

აი, როგორ მკურნალობდნენ ჩვენი წინაპრები ფილტვების ანთებას.
გასულ საუკუნეში, შემოდგომა - გაზაფხულზე ჭლექითა და ფილტვების ანთებით იღუპებოდა უამრავი ადამიანი. ექიმბაშები ამ ავადმყოფობოს დროს ურჩევდნენ საშუალებას, რომელსაც " კალციუმიდს" უწოდებენ. მას შემდეგნაირად ამზადებენ:

დაგჭირდებათ:
  • 10 ლიმონი
  • 6 კვერცხი
  • 300 გრ თაფლი ( უკეთესია ცაცხვის )
  • 3 - 4 ჭიქა კონიაკი

მომზადების წესი:
6 კვერცხს ნაჭუჭით ჩადებენ ქილაში და ასხამენ ზედ 10 ლიმონის გაწურულ წვენს, ქილას აფარებდნენ დოლბანდს, შემოახვევდნენ სქელ, მუქი ფერის ქაღალდს და დგამდნენ მშრალ ბნელ და გრილ ( არა ცივ )ადგილზე. აჩერებდნენ კვერცხის ნაჭუჭის გადნობამდე. რასაც სჭირდება 6 - 8 დღე. შემდეგ შეათბობდნენ თაფლს გასქელებამდე. აცივებდნენ. ამატებდნენ კვერცხისა და ლიმონის ნაზავს, შემდეგ კი ჩაასხამდნენ კონიაკს.
წამალს ჩაასხამდნენ მუქ ბოთლში და აუცილებლად ინახავდნენ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილზე.

მიღების წესი:
მიიღება დესერტის კოვზით 3 - ჯერ დღეში საჭმლის მიღებისთანავე. " კალციუმიტი " შეიძლება შეინახოს მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში.
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები