უმარტივესი ხალხური რეცეპტი ტუბერკულოზის სამკურნალოდ!

უმარტივესი ხალხური რეცეპტი ტუბერკულოზის სამკურნალოდ!
გახშირდა ტუბერკულოზით დაავადება. ჩემი ბავშვობის წლები მახსენდება, როცა შიშით ვრძწოდით "ჭლექის" გაგონებაზე. თუმცა დღეს ეს სენი ისეთი საშიში აღარ არის,მაგრამ წამლები ისე ძვირია, მკურნალობის კურსი კი იმდენად ხანგრძლივი, რომ ბევრი გაჭირვებული ოჯახი ვერ შეძლებს მათ შეძენას.ბავშვობაში თავად მქონდა ეს დაავადება. მინდა ტუბერკულოზის სამკურნალო ერთი ძველებური რეცეპტი გაგაცნოთ,რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.
ინგრედიენტები:
  • 10 ცალი ლიმონი
  • 6 ცალი კვერცხი (შინაური)
  • 350 გ თაფლი
  • 3/4 ჭ კონიაკი

მომზადების და გამოყენების წესი:
ქილაში ჩადეთ 6 კვერცხი,მთელ-მთელი და ახალთ-ახალი ( აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეთრი ნაჭუჭი ). დააწურეთ ლიმონი და ქილა დადგით გრილ,მშრალ და ბნელ ( მაგრამ არა ცივ ) ადგილზე. თავზე მოახვიეთ დოლბანდი და შავი ქაღალდი შემოაკარით. აასე იდგეს ნაჭუჭის გახსნამდე, რასაც ჩვეულებრივ 5-8 დღე მაინც სჭირდება.ამის შემდეგ გაათბეთ თაფლი და დაასხით, ბოლოს დაუმატეთ კონიაკი.მიღებული წამალი ჩაასხით მუქი ფერის ( ეს აუცილებელია! ) ბოთლში,რომელიც გრილ და ბნელ ადგილზე უნდა შეინახოთ,რადგან სინათლე ხსნის კალციუმს.მიიღეთ საჩაროზე კოვზით სამჯერ დღეში,ჭამისთანავე,
ამ წამალს სვამდნენ მაშინაც, თუ ვინმეს ტანზე გამონაყარი ან ქავილი ჰქონდა. მიღების წესი ამ დროსაც იგივეა.გაითვალისწინეთ, რომ მზა წამალი ორ-სამ კვირაში ფუჭდება, ამიტომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ახალი მოამზადეთ.

უმარტივესი ხალხური რეცეპტი ტუბერკულოზის სამკურნალოდ!

ექიმის კომენტარი:

მთავარი კომპონენტი აღნიშნულ რეცეპტში არის მინერალი კალციუმი, რომელიც ამ შემთხვევაში ბუნებრივი წყაროდან- კვერცხის ნაჭუჭიდან მიიღება.ხშირად ამგვარი ბუნებრივი კალციუმი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს ხოლმე ადამიანის ორგანიზმზე , ვიდრე ქიმიურად დამზადებული და გაწმენდილი. ტუბერკულოზის დროს, ფილტვების ქრონიკული (სხვადასხვა გენეზის ) დაავადებისას კალციუმი ინიშნება ინტრავენური ინექციების სახით,როგორც ანთებითი სითხის (სეკრეტის,ექსუდატის, ტრანსუდატის) გაწოვის დამაჩქარებელი საშუალება. რეცეპტის მეორე კომპონენტი - თაფლი ხომ ცნობილი ანტიანთებითი, იმუნოსტიმულატორი და ანტიბაქტერიული საშუალებაა.
ამდენად , ლოგიკური ანალიზით,აღნიშნული რეცეპტი დადებით შედეგს მოგვცემს ტუბერკულოზური ინფილტრაციის დროსაც. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყოვლად დაუშვებელია დაავდების მწვავე ეტაპზე ( განსაკუთრებით ღია ფორმის დროს ) თვითმკურნალობა მსგავსი საშუალებებით.ამან შეიძლება მძიმე გართულებამდე მიგიყვანოთ.ასეთი რეცეპტები შეგიძლიათ გამოიყენოთ დაავადების რემისიის ( ჩაწყნარების) სტადიაზე სხვა ( ექიმის მიერ დანიშნულ ) პრეპარატებთან ერთად.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი