სახლში დამზადებული კალციუმიტი, რომლის მიღების შემდეგ, ფილტვებს ვერცერთი დაავადება ვერ მიეკარება!
მე-19 საუკუნეში, როდესაც ფილტვების ტუბერკულოზს ათასობით ადამიანი ეწირებოდა, საქართველოში იყო სოფლები, სადაც დაავადება ფეხს ვერ იკიდებდა. ერთ-ერთი ასეთი სოფლიდან აღმოჩნდა ჩემი მეუღლის ნათესავი, რომელმაც, სიტყვამ მოიტანა და, გაგვანდო, ჩვენს სოფელში ისეთი წამალი იცოდნენ, ტუბერკულოზი სათოფეზეც ვერ გვეკარებოდაო. ამ წამალს თურმე კალციუმიტს ეძახდნენ. ნათესავმა მისი რეცეპტიც მოგვცა:
დაგჭირდებათ:
მომზადების წესი:
უნდა აიღოთ 10 ლიმონი, 6 კვერცხი (აუცილებლად თეთრნაჭუჭიანი ), 300 გრამი თაფლი (უმჯობესია, ცაცხვისა იყოს) და 3/4 ჭიქა კონიაკი. კვერცხები უნდა ჩააწყოთ ქილაში და დაასხათ 10 ლიმონის გამონაწური, ქილას თავზე დაახუროთ, მუქ და სქელ ქაღალდში გაახვიოთ და მოათავსოთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში. ასე უნდა გააჩეროთ, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება. ამას დაახლოებით 6-8 დღე დასჭირდება. შემდეგ გადმოიღეთ, თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გადნეს და მიღებულ მასას დაასხით, კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ. ისევ კარგად მოურიეთ, გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.
მიღების წესი:
უნდა მიიღოთ დესერტის კოვზით დღეში სამჯერ, როგორც კი ჭამას დაამთავრებთ. 3 კვირაში კალციუმიტი სამკურნალო თვისებებს კარგავს, ასე რომ, ამ ხნის შემდეგ ახალი ულუფის მომზადებაა საჭირო. წამლის მიღება შეგიძლიათ ფილტვებისა და ბრონქების ნებისმიერი ტიპის დაავადების დროს, აგრეთვე მათი პროფილაქტიკის მიზნით.
დაგჭირდებათ:
- 10 ლიმონი
- 6 კვერცხი
- 300 გრ თაფლი
- 3/4 ჭიქა კონიაკი