სიმაღლეში ზრდის პროცესის სტიმულირება - ხალხური რეცეპტის გამოყენებით!
გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული წამალიც შეგიძლიათ სიმაღლეში ზრდის მასტიმულირებელ საშუალებად გამოიყენოთ. გარდა ამისა, ეს წამალი ამაღლებს იმუნიტეტს, ავსებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას და გამოიყენება სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიების განსაკურნებლად.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გამოყენების წესი:
რეცეპტის ავტორია: სანდრო ლ.გორი
ექიმის კომენტარი: კვერცხის ნაჭუჭი ყველასთვის ცნობილია, რომ ბუნებრივი კალციუმის უნიკალური წყალოა, კალციუმი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლოვანი სისტემის ზრდა-ფორმირებაში, იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და ასევე სხვადასხვა ორგანოების, სისტემის ნორმალურ მუშაობაში.
ლიმონი გამხსნელის ფუნქციას ასრულებს და ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მიერ კალციუმის შეწოვას.
კონიაკს არაერთი სამკურნალო თვისება გააჩნია, ის აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებების მიტანის პროცეს (მათ შორის მიკროელემენტების)
თაფლი ამ რეცეპტში სტაბილიზატორის როლს ასრულებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უნიკალურ შემადგენლობაზე (მოგეხსენებათ, რომ თაფლი გაჯერებულია ყველანაერი ბიოაქტიური ნივთიერებით, ვიტამინებით, ელემენტებით, ამინომჟავებით).
ექიმის კომენტარი
ინგრედიენტები:
- 20 ც ლიმონი;
- 12 კვერცხი (აუცილებლად თეთრ ნაჭუჭიანი);
- 300 გ თაფლი (უმჯობესია ცაცხვის);
- 1 ჭიქა კონიაკი;
მომზადების წესი:
- კვერცხი ჩააწყვეთ დიდი ზომის ქილაში და დაასხით 20 ცალი ლიმონის წვენი.
- დააფარეთ ქილას თავი, შეახვიეთ მუქ და სქელ ქაღალდში და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში.
- გააჩერეთ ის მანამ სანამ კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება - დაახლოებით ერთი კვირა.
- შემდეგ ამოიღეთ ნჭუჭშემოცლილი კვერცხები ქილიდან, შეათბეთ თაფლი სრულ გადნობამდე და ჩაასხით ის კვერცხის ნაჭუჭისა და ლიმონის წვენის ხსნარში. კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ კონიაკი და კვლავ ამოურიეთ.
- გადაასხით მუქ ქილაში და მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ.
გამოყენების წესი:
- მიირთვით საჩაროზე კოვზით, დღეში სამჯერ -ჭამის შემდეგ.
- თუ დამზადებულ წამალს სიმაღლეში ზრდის სტიმულირებისთვის იყენებთ ან კალციუმის შესავსებად გჭირდებათ, თქვენ გესაჭიროებათ 6 თვიანი კურსის ჩატარება.
- თითოეული ულუფის მიღების შემდეგ აუცილებელია ერთ კვირიანი შესვენება (ეს დრო საკმარისი იქნება ახალი ულუფის მოსამზადებლად.)
- შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ერთდოულად რამოდენიმე ულუფის მომზადება, რადგან დროთა განმავლობაში (1 თვეში) წამალი თავის სამკურნალო თვისებებს კარგავს.
- ყურადღებით თუკი კუჭის მწვავე დაავადებები გაწუხებთ, წამალმა შეიძლება გაგიღიზიანოთ ლორწოვანა.