რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობა.
A ვიტამინი ანუ რუტინოლი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ის ორგანიზმში ძირითადად ცხოველური წარმოშობის საკვებთან ერთად აღწევს, თუმცა მის წყაროს მცენარეული საკვები, სტაფილო, მზესუმზირა წარმოადგენს. ნაწლავებში კარგად შეიწოვება ცხიმების არსებობის პირობებში. A - ვიტამინი უზრუნველყოფს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელური ქსოვილის ნორმალურ განვითარებას.
მისი ნაკლებობა იწვევს:
ზოგადად, ჰიპოვიტამინოზის მკურნალობისა და მით უფრო პროფილაქტიკის მთავარი საშუალება, სრულფასოვანი ვიტამინებით მდიდარი საკვებით რაციონალური კვება. თანამედროვე ფარმაცევტული წარმოება პოლივიტამინების პრეპარატების ფართო არჩვანს გვთავაზობს. ვიტამინები დღეს სხვადასხვა ფორმით გამოდის - სიროფის, სუსპენზიის, აბის, ხსნადი ფხვნილის, საღეჭი აბის, დრაჟეს და სხვა სახით. თუმცა, კონკრეტული პრეპარატის მიღების პარალელურად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკვებ რაციონსა და ზოგადად კვების რეჟიმს. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხორცით, მარცვლეული კულტურებისგან მიღებული პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით. A - ვიტამინის ნაკლებობას თავიდან აიცილებთ, თუ სათანადო რაოდენობით მიირთმევთ სტაფილოს, კვერცხის გულს, თევზის ქონსა და მცენარეულ ზეთს.
მისი ნაკლებობა იწვევს:
- კანის სიმშრალესა და აქერცვლას;
- ლორწოვანი გარსების გარქოვანებას, მათზე ეროზიების განვითარებას;
- კერატიტს - თვალის რქოვანა გარსის ანთებას;
- კონიუნქტივიტს - თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთებას;
- ჰემერალოპიას ანუ ქათმის სიბრმავეს. ეს მხედველობის დარღვევის თავისებური ფორმაა. ამ დროს მხედველობა უკეთესია დღისით, ღამით კი დაქვეითებულია.
- ლორწოვანი გარსების ეპითელური ქსოვილის ბარიერული ფუნქციის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ დასაბამს აძლევს სხვადასხვა ინფექციური დაავადების განვითარებას;
- საშარდე გზების ლორწოვანი გარსების მეტაპლაზიას, ანუ ერთი სახის ქსოვილის გარდაქმნას სხვა მორფოლოგიისა და ფუნქციის ქსოვილად და სხვა.